მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძუძუმწოვრები, ჟირაფები ბუნების წინაშე ხშირად დაუცველები ხდებიან. მათი სიმაღლე ერთდროულად უპირატესობაცაა და სირთულეც.
ამ თემამ განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა - ძლიერი წვიმის დროს მინდორში რამდენიმე ჟირაფი დგას. სპეციალისტების განმარტებით, ჟირაფებისთვის წვიმა იშვიათად წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს. მიუხედავად ამისა, ვირუსულმა ვიდეომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ველურ ბუნებაში გადარჩენა ხშირად სტიქიასთან პირდაპირ დაპირისპირებას ნიშნავს.

"ჟირაფისთვის დგომა ყველაზე უსაფრთხო პოზიციაა“, - ამბობს ცხოველთა უფლებადამცველი, რენე მოსი.
სპეციალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ ჟირაფებს ბუნებრივი თერმორეგულაციის მექანიზმი აქვთ, რაც მათ სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებაში ეხმარება.