ავტორი:

“გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით, ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“ - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

“გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით, ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“ - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

“აშშ სამხედრო თანამშრომლობის სფეროში პოლონეთის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, მაგრამ ჩვენ გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით - ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს,“ - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ სეიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ აშშ-ში ცვლილებებს გაგებით ვუყურებთ, მაგრამ ასევე შეშფოთებით ვაკვირდებით. აშშ სამხედრო თანამშრომლობის სფეროში პოლონეთის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, ჩვენ კი აშშ-ის ერთგული მოკავშირეები ვართ და ეს გაგრძელდება, მაგრამ გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით“, - განაცხადა სიკორსკიმ.

მისი თქმით, „ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“.

„პოლონეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხე ერთი მიმართულებიდან - აღმოსავლეთიდან მოდის და არა დასავლეთიდან. ან ევროპა ერთად დადგება, ან უფრო დიდი ძალები გაგვანადგურებენ“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.