ავტორი:

"ბრიტანული სანქციების შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა" - გიორგი კეპულაძე

"ბრიტანული სანქციების შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა" - გიორგი კეპულაძე

დიდი ბრიტანეთის მიერ "იმედისა" და "პოსტვის" დასანქცირებას ეხმაურება "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე და სოციალურ ქსელში წერს:

"ბრიტანული სანქციების შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა. როგორც ჩანს, ინვესტორებმა ზუსტად იციან, რომ არავინ აპირებს სანქციების დარღვევას და ოდნავ რისკსაც კი ვერ ხედავენ, ფლობდნენ ქართული ბანკების და ჯორჯია კაპიტალის აქციებს. ასე რომ, აპოკალიპტური სცენარების დახატვა, ან სანქცირებულებისთვის ფუჭი იმედის მიცემა არ ღირს".

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, - უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა განაახლა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია.

სიას 300-მდე სუბიექტი დაამატა - მათ შორისაა ეს ორი ქართული ტელევიზია.

საფუძველი: „დეზინფორმაცია დესტაბილიზაციის მიზნით“ორივე ტელევიზიის სანქცირების საფუძვლად ბრიტანეთის მთავრობა ასახელებს „დეზინფორმაციას“ უკრაინასთან დაკავშირებით. კერძოდ:

"ის ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ძირითადად საქართველოში მყოფ აუდიტორიაში, - ინფორმაციას, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“