რუსეთის მიერ მართული "ჩრდილოვანი ტანკერები", რომლებსაც ლა-მანშის სრუტის გავლით მილიონობით დოლარის ღირებულების სანქცირებული ნავთობი გადააქვთ, ბოლო დროს NATO-ს წყლებში შესაძლო სამხედრო დაპირისპირების შესახებ ინტენსიურ გაფრთხილებებს იღებენ - ამის შესახებ დასავლური მედია იუწყება
რუსეთსა და NATO -ს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე, ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საზღვაო მარშრუტზე აშშ - ისა და მისი მოკავშირეების მიერ სანქცირებულ გემებზე დაკვირვება გააძლიერა.
გასულ ოთხშაბათს Sky News -ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, არხი უკვე გაიარა, დაახლოებით, 800 “ჩრდილოვანმა ტანკერმა“, რომლებიც კვლავ აგრძელებენ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის დაფინანსებას.

რამდენიმე ნავთობტანკერი მათ შორის Rigel, Hyperion და Kousai მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ისინი ნედლი ნავთობით დატვირთულები კვეთდნენ არხს.
885-ფუტიანმა Suezmax კლასის ტანკერმა Rigel-მა, რომელიც კამერუნის დროშის ქვეშ დაცურავს, 2 თებერვალს დატოვა რუსეთის პორტი “პრიმორსკი“ და ერთ მილიონ ბარელამდე ნავთობი გადაიტანა, რომლის ღირებულება დაახლოებით 55 მილიონ დოლარს შეადგენს.
გემი ევროკავშირის, ბრიტანეთისა და კანადის მიერ არის სანქცირებული, რის გამოც მათ იურისდიქციებში არსებული პორტების გამოყენება ეკრძალება, თუმცა საზღვაო სამართლის მიხედვით კვლავაც აქვს არხის შეუფერხებლად გავლის უფლება.
Kousai, რომელიც სიერა ლეონეს დროშით დაცურავს, ასევე 2 თებერვალს გავიდა უუსტ-ლუგადან, თუმცა ლა-მანშის გავლისას მას სადაზღვევო დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვეს.
შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულმა Hyperion-მა კი დროშა შეცვალა, რათა ხომალდის კუთვნილება დაეფარა და სანქციებისთვის თავი აერიდებინა.

ყოველივე ამის ფონზე უსაფრთხოების ექსპერტებია აცხადებენ, რომ რეგიონში გეოპოლიტიკური ესკალაციის რისკი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ,რომ “რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის შეკავება, შესუსტება და დაშლა ხელისუფლების მთავრობის პრიორიტეტია“

აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში ხისტი პოზიციები უკავია აშშ - საც ,რომელმაც 2025 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, სულ მცირე, შვიდი ტანკერი დააკავა, რომლებიც სანქცირებულ ნავთობით ვაჭრობასთან იყვნენ დაკავშირებული. წყარო
იხილეთ ასევე: