ავტორი:

პრეზიდენტისა და მსახიობის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა - დე ნიროს მორიგი საჯარო კრიტიკის საპასუხოდ, ტრამპმა განაცხადა, რომ მსახიობს "უკიდურესად დაბალი IQ აქვს და ბავშვივით ტირის“

პრეზიდენტისა და მსახიობის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა - დე ნიროს მორიგი საჯარო კრიტიკის საპასუხოდ, ტრამპმა განაცხადა, რომ მსახიობს "უკიდურესად დაბალი IQ აქვს და ბავშვივით ტირის“

მორიგი სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილმა მსახიობმა რობერტ დე ნირომ აშშ-ის პრეზიდენტი საჯარო გამოსვლისას კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, დონალდ ტრამპმა კი Truth Social-ზე ვრცელი პასუხი დაუბრუნა, სადაც დე ნიროს “ავადმყოფი და შეშლილი“ უწოდა.

აშშ - ს მოქმედი პრეზიდენტის გაღიზიანება დე ნიროს მიერ გასულ ორშაბათს პოდკასტ The Best People with Nicole Wallace-ის ეპიზოდში გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომელშიც ჰოლივუდის ვარსკვლავმა, რომელიც დიდი ხანია დონალდ ტრამპის კრიტიკით გამოირჩევა, განაცხადა:

“აშშ -ს ახლანდელი პრეზიდენტი იდიოტია და თუ არ მოიშორებენ ქვეყანას დაანგრევს... არ მინდა MAGA-ს ქუდებით და ამერიკის დროშებით ისე იაროს, რომ თითქოს მხოლოდ ისინი არიან ამერიკელები. ჩვენც ამერიკელები ვართ“, - დაამატა ვარსკვლავმა.

ამას “State of the Swamp“ - ის ღონისძიება მოჰყვა, სადაც, საჯარო გამოსვლის დროს დე ნირომ პრეზიდენტი “ჩავარდნილ, დაბნეულ და სასოწარკვეთილ“ ლიდერად მოიხსენია და დასძინა რომ “მისი არჩევით ქვეყანამ ღალატი ჩაიდინა“

საპასუხოდ, გასულ ოთხშაბათს Truth Social-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ტრამპმა თავდაპირველად კონგრესის წევრების, ილჰან ომარისა და რაშიდა ტლაიბის დეპორტაცია მოითხოვა, შემდეგ კი დე ნიროს კრიტიკაზე გადავიდა.

“წუხელ, ძალიან ელეგანტურ, ასეთ მნიშვნელოვან და მშვენიერ მოვლენაზე, როგორსაც “სახელმწიფოს მდგომარეობის“ ღონისძიება წარმოადგენს, ისინი უკონტროლოდ ყვიროდნენ , შეშლილ სისხლჩაქცეული თვალებით უფრო მთვარეულებს ან იმ ადამიანებს ჰგავდნენ, რომლებიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, შესაბამის ინსტიტუციაში უნდა იყვნენ მოთავსებული. ილჰან ომარი და რაშიდა ტლაიბი იმ ნავში ჩასხდნენ, სადაც უკვე იმყოფება ტრამპით შეპყრობილი კიდევ ერთი ავადმყოფი და შეშლილი ადამიანი, რობერტ დე ნირო, რომელსაც, ჩემი აზრით, უკიდურესად დაბალი IQ აქვს და საერთოდ არ იცის, რას აკეთებს ან რას ამბობს. როდესაც ვუყურე, როგორ ატირდა წუხელ, თითქმის ბავშვივით, მივხვდი, რომ შესაძლოა კიდევ უფრო ავად იყოს, ვიდრე ‘შეშლილი’ როზი ო’დონელი, რომელიც ახლა ირლანდიაში იმყოფება და ცდილობს გაარკვიოს, როგორ დაბრუნდეს ჩვენს მშვენიერ შეერთებულ შტატებში", - დაწერა ტრამპმა.

ფრაზა “ტრამპით შეშლილობის სინდრომი“ აშშ-ს პრეზიდენტს ხშირად გამოუყენებია თავისი პოლიტიკური ოპონენტების დასახასიათებლად. მისმა განცხადებამ, თითქოს ეს სინდრომი გარდაცვლილი რობ რეინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რეინერის, სიკვდილის მიზეზი გახდა, ფართო კრიტიკა გამოიწვია.

წყარო