ავტორი:

რუსული დრონი ფრანგულ ავიამზიდს მიუახლოვდა და მის წინააღმდეგ “საპასუხო ზომები” იქნა მიღებული - რა განაცხადეს შვედეთის შეიარაღებულ ძალებში?

რუსული დრონი ფრანგულ ავიამზიდს მიუახლოვდა და მის წინააღმდეგ “საპასუხო ზომები” იქნა მიღებული - რა განაცხადეს შვედეთის შეიარაღებულ ძალებში?

შვედეთში რუსული დრონი ფრანგულ ავიამზიდს მიუახლოვდა, მის წინააღმდეგ “საპასუხო ზომები” იქნა მიღებული. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (SVT) შვედეთის შეიარაღებული ძალების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ფრანგული ავიამზიდი “შარლ დე გოლი” შვედეთის ქალაქ მალმოს პორტში იმყოფება, სადაც სტრატეგიულ წვრთნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

SVT-ის ინფორმაციით, 26 თებერვალს მახლობლად მდებარე რუსული გემიდან დრონი აფრინდა და ფრანგულ ავიამზიდს მიუახლოვდა. შვედეთის შეიარაღებულ ძალებში ადასტურებენ, რომ დრონის საეჭვო ფრენა შეამჩნიეს.

“შვედეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემმა საეჭვო დრონი შეამჩნია ორებროში საზღვაო პატრულირების დროს. ამასთან დაკავშირებით, შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ზომები მიიღეს შემჩნეული დრონის წინააღმდეგ. შემდგომში დრონთან კონტაქტი დაიკარგა,” - ნათქვამია შვედეთის შეიარაღებული ძალების პრესრელიზში.