ჩინურმა კომპანია Henan Kuangshan Crane-მა გადაწყვიტა წარმატებული ფინანსური წელი უჩვეულო მეთოდით აღენიშნა.
კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 13 თებერვალს გამართულ ყოველწლიურ საზეიმო ღონისძიებაზე ერთმანეთს საბანკეტო მაგიდები მიადგეს და მასზე 26 მილიონი დოლარის ბანკნოტები განათავსეს, საიდანაც თანამშრომლებს სახლში იმდენი ფულის წაღება შეეძლოთ, რამდენის ტარებასაც შეძლებდნენ.

ზეიმს დაახლოებით 7 000 ადამიანი დაესწრო, აღნიშნული ინიციატივა კომპანიის ხელმძღვანელს, ცუი პეიძუნს ეკუთვნის, რომელიც აქციების 98.88 %-ს ფლობს. სწორედ მისი იდეა იყო რომ თანხის პირდაპირ ანგარიშებზე ჩარიცხვის ნაცვლად, რაც, მისი თქმით, "უბრალოდ, ცარიელ ციფრებს წარმოადგენს“, ბონუსები უჩვეულო მეთოდით გაეცათ.

Henan Kuangshan Crane 2002 წელს დაარსდა და საქმიანობას 130-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.
კომპანიას თანამშრომელთა მიმართ გულუხვობის ხანგრძლივი ისტორია აქვს.
მაგალითად, 2024 წელს კომპანიამ 38 მილიონი დოლარის სუფთა მოგება დააფიქსირა, რომლიდანაც დაახლოებით 24 მილიონი თანამშრომლებს გადაეცათ.
2023 წელს კომპანიამ 8.5 მილიონი დოლარი გადასცა თავის 40 ყველაზე წარმატებულ თანამშრომელს, ხოლო სამმა საუკეთესო გამყიდველმა სათითაოდ 730 000 დოლარი მიიღო.

თავად პეიძუნი აცხადებს რომ “ფულის დარიგება უყვარს, განსაკუთრებით ახალგაზრდების დახმარება, რომლებსაც მანქანის სესხები და იპოთეკური ვალდებულებები აწევთ კისერზე და მათ მიმართ ნებისმიერი დახმარება, მნიშვნელოვანია“