პაკისტანმა ავღანეთის ქალაქებზე ქაბულსა და ყანდაარზე დარტყმები განახორციელა, - ინფორმაციას BBC-ი პაკისტანის მთავრობის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

"პაკისტანმა ყველა ღონე იხმარა სიტუაციის ნორმალური შენარჩუნებისთვის პირდაპირი საშუალებებით და მეგობარი ქვეყნების მეშვეობით. ოს სრულფასოვან დიპლომატიაში ჩაერთო. ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო. ახლა ჩვენსა და თქვენს შორის ღია ომია“, - დაწერა მინისტრმა.
მანამდე, „თალიბანის“ პრესსპიკერმა X-ზე განაცხადა, რომ მათ პაკისტანის ჯარებს განახლებული თავდასხმებით უპასუხეს - თუმცა პოსტი მოგვიანებით წაშალა.

პოსტის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე პაკისტანმა განაცხადა, რომ ავღანეთის „თალიბანის“ ოპერაციის შემდეგ მისი ორი ჯარისკაცი დაიღუპა.
ცნობისთვის, ოქტომბერში საზღვართან დაკავშირებით არსებული დავის გამო მომხდარი შეტაკებების შემდეგ, ორი ქვეყანა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდა, თუმცა ბოლო დღეებში ბრძოლები კვლავ განახლდა.