ავტორი:

"საავადმყოფოდან გამოტანილი ნარჩენებია... ხელი და ფეხი, თითები და ორგანოები მე იქ არ მინახია" - ახალი დეტალები: რა აღმოაჩინეს რეალურად სამტრედიის სოფელში

"საავადმყოფოდან გამოტანილი ნარჩენებია... ხელი და ფეხი, თითები და ორგანოები მე იქ არ მინახია" - ახალი დეტალები: რა აღმოაჩინეს რეალურად სამტრედიის სოფელში

"ტვპირველმა" ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამტრედიაში, სოფელ მელაურში მცხოვრები ადამიანები დახმარებას ითხოვდნენ. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ადგილობრივებმა მათ ვიდეო მასალაც მიაწოდეს და ამბობენ, რომ სოფელში, ერთ-ერთ მიტოვებულ ძველი ფერმის შენობაში, კლინიკიდან წამოღებული ძალიან დიდი რაოდენობის სამედიცინო ნარჩენები, მათ შორის სხეულის ამპუტირებული ნაწილებიც ყრია. ადგილობრივების თქმით, ერთ თვეზე მეტია ეს ნარჩენები იქ ყრია და მოსახლეობა შიშობს, რომ შესაძლოა სოფელში ეპიდემია გავრცელდეს.

მათი თქმით, ძველი ფერმის დანგრეულ შენობაში სავარაუდოდ საღამოობით მიაქვთ ეს ნარჩენები და იქ პარკებში შეფუთულს ტოვებენ. ამის ამსახველი ფოტოებიც გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე "ტვპირველი" ჩავიდა და როგორც ჟურნალისტი იტყობინება, მას შემდეგ, რაც ადგილზე "პირველების" გადამღები ჯგუფი მივიდა, მიტოვებულ შენობასთან სოფლის რწმუნებულიც გამოჩნდა და შესაბამისმა სამსახურმა ტერიტორიის გაწმენდა დაიწყო.

“კვირის პალიტრა” დაინტერესდა აღნიშნული ფაქტით და დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს სოფელ მელაურში სოფიკო კიკაჩეიშვილს, რომელმაც მიტოვებულ შენობაში დაგროვებული სამედიცინო ნარჩენების ფაქტი დაადასტურა, თუმცა ის კატეგორიულად უარყოფს, რომ ამ ნარჩენებში იყოს სხეულის ამპუტირებული ნაწილები. მერის წარმომადგენელი ვერ ხსნის, თუ როგორ აღმოჩნდა მათ სოფელში სამედიცინო ნარჩენები, რატომ და ვინ აგროვებდა მას, თუმცა მასთან საუბრით ვიგებთ, რომ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც აღძრულია და რომ სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

- ქალბატონო სოფიკო, რა შეგიძლიათ გვითხრათ, მიტოვებულ შენობაში აღმოჩენილ სამედიცინო ნარჩენებთან დაკავშირებით, როგორ აღმოჩნდა ეს მასალა იქ?

- მომისმინეთ, გენაცვალე, ეს არის კერძო საკუთრება და ხელისუფლებას ადგილობრივი იქნება ეს, თუ ცენტრალური, უფლება არა გვაქვს შევიჭრათ იქ, მაგრამ როცა დაფიქსირდა უკვე ეს ფაქტი და გახდა ეს ინფორმაცია საჯარო, მოხდა მყისიერად, დაუყოვნებლივ, ოპერატიულად მოქმედება. ჩვენ დავუკავშირდით იმ პირებს, ვისაც ევალებოდათ ამის გატანა და ყოველდღიურად, დღე და ღამე, ჩვენ თვითონ ვაკითხავთ ტერიტორიას და ვხედავთ, რომ გადის ეს ნარჩენები იქიდან. გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს იქ საშინელი სუნია, არ არის სიმართლე, იქ არანაირი სუნი არ არის, მე პირადად ამ დილითაც ვიყავი შიგნით შესული, ადამიანები ჩვეულებრივად მუშაობენ იქ და ჩემი ყოფნის დროსაც მოვიდა დიდი მანქანები და გაიტანეს ეს ნარჩენები. გიდასტურებთ,რომ პირველად როცა ვნახე ეს სიტუაცია, იყო დიდი რაოდენობა ნარჩენების, მაგრამ დღეს ნახევრის ნახევარი არის და ტელევიზიის გაშუქებით ეს საქმე არ მოგვარდება. ყურადღება რომ არ მიექციათ, უგულებელყოფილი ყოფილიყო და ისე დაეტოვებინათ ეს საკითხი, ნამდვილად პირველი მე დავდგებოდი იმ ტელევიზიის წინაშე და ამ ხალხის წინაშეც, მაგრამ ამასთან დაკავშირებით რეაგირება ხდება, ყოველდღიურად გააქვთ. ამ საღამოსაც ვაპირებ გადავიდე და ვნახო რა სიტუაციაა. ხელისუფლება რა შუაშია, უბრალოდ, ეს არის კერძო პირის საკუთრება.

- კონკრეტულად ვისია ეს საკუთრება, სამტრედიის რომელიმე კლინიკის საკუთრებაა? ან რა მიზნით გროვდებოდა ეს ნარჩენები იქ?

- ძველი მიტოვებული შენობაა და არ ვიცი ახლა ვის სახელზე ირიცხება...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: