ავტორი:

"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირდაპირ 3 თვის ბავშვი გავაჩინე" - ნიუ იორკში გოლიათი ბიჭუნა დაიბადა: ბიჭი და მისი პატარა მეგობარი ინტერნეტვარსკვლავები გახდნენ

"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირდაპირ 3 თვის ბავშვი გავაჩინე" - ნიუ იორკში გოლიათი ბიჭუნა დაიბადა: ბიჭი და მისი პატარა მეგობარი ინტერნეტვარსკვლავები გახდნენ

აშშ-ში, ნიუ იორკის შტატში, ქალმა რეკორდული წონის ვაჟი გააჩინა - ბიჭუნა ახალშობილების საშუალო წონაზე თითქმის ორჯერ დიდია. მშობლები ელოდნენ, რომ მათი ბავშვი დიდი იქნებოდა, თუმცა მისმა ზომამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

  • გოლიათი ახალშობილი 31 იანვარს Cayuga Medical Center-ში დაიბადა და ის 5.89 კგ-იწონიდა. როგორც მედიკოსები ამბობენ, ის ამ კლინიკაში დაბადებული ყველაზე დიდი ბავშვია.

"ვიცოდით, რომ დიდი იქნებოდა, მაგრამ ამას ნამდვილად არ ველოდით", - ამბობს ბავშვის დედა, რომელსაც მის გარდა კიდევ 3 შვილი ჰყავს. ქალის თქმით, ჩვილს 3-6 თვის ბავშვების საფენები და ტანსაცმელი სჭირდება. "ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს პირდაპირ 3 თვის ბავშვი გავაჩინე", - ამბობს დედა.

კლინიკამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ეს გიგანტი ბავშვი მასზე გაცილებით მსუბუქ ახალშობილთან, მარგოსთან ერთად არის აღბეჭდილი. მარგოს წონა 1,81კგ-ია. ორივე ბავშვი ერთსა და იმავე დღეს დაიბადა.

"ეს ორი ახალშობილი შესანიშნავი შეხსენებაა, რომ ყოველი ბავშვი და ყოველი მშობიარობის ისტორია უნიკალურია", - ამბობს კლინიკის დირექტორი, რობინ ტორგალსკი.

ცნობისთვის, რეკორდულად დიდი ახალშობილი 1955 წელს, იტალიაში დაიბადა. ის 9.97 კგ-ს იწონიდა და გინესის რეკორდების წიგნშია შეყვანილი.