ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა თავისი ქალიშვილი მემკვიდრედ გამოაცხადა. აქამდე გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მემკვიდრედ თავის დას, კიმ იო ჯონგს დაასახელებდა.

სამხრეთ კორეული მედიის ინფორმაციით, ის უხელმძღვანელებს პარტიის პროპაგანდისტულ მიმართულებას. აღნიშნული ფრთა მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ქვეყნის შიდა საინფორმაციო პოლიტიკაში, ისე საგარეო სტრატეგიის ფორმირებაში.
ბოლო თვეებში ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ კიმ იო ჯონგის გავლენა შემცირდა. თუმცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიუთითებს, რომ იგი კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად რჩება ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკურ სისტემაში. ანალიტიკოსების შეფასებით, მისი დაწინაურება ხაზს უსვამს იმას, რომ ქვეყნის მმართველი ელიტა კვლავ ოჯახის ვიწრო წრეზეა კონცენტრირებული და ძალაუფლების გადანაწილება, სავარაუდოდ, შიდა შეთანხმებების საფუძველზე მიმდინარეობს.
