"ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია.
"მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო... როგორც კი რადიკალურმა ოპოზიციამ უცხოელი პატრონების მხრიდან „იმედისა“ და „პოსტვის“ სანქცირებით ერთჯერადი დახმარება მიიღო, ერთიანი "მესიჯბოქსით“ დაიწყეს აბსურდის მტკიცება, თითქოს, ხელისუფლება და თავისუფალი ქართული მედია ჩამოშლის პირას იყო. ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია და ამავდროულად, ამ ადამიანების ტრაგედია, რომ მათი შეხედულებით, საქართველოს ბედს არა ქართველი ხალხი, არამედ გარე ძალა უნდა წყვეტდეს“, - მიიჩნევს მმართველი პარტია.
წაიკითხეთ ასევე: