განვითარებულ ქვეყნებში მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა პირდაპირ არის დაკავშირებული ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან. მენტალური აშლილობების მომრავლების ფონზე ფსიქოლოგების მიმართ მოთხოვნის ზრდა მიუთითებს, რომ მათი როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში სულ უფრო კრიტიკული ხდება. ამასთან, გაფართოვდა ფსიქოლოგის კარიერული შესაძლებლობები და თერაპიისა და ადამიანური რესურსების გარდა მოიცავს ორგანიზაციული კულტურის განვითარებას, PR ტექნოლოგიებს, მარკეტინგს, მენეჯმენტს და სხვა.
როგორც უნივერსიტეტ „ალტერბრიჯში“ განმარტავენ, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიმართ მზარდი ინტერესი ჩვენს ქვეყანაში მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის დამკვიდრებასა და კერძო სექტორის აქტიურად განვითარებას უკავშირდება. პროგრამის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ფსიქოლოგიის როლი წამყვანია კარიერულ, დამოკიდებულებების მართვასა და სხვა ისეთ საკითხებში, როგორიცაა მაგალითად კომპანიის ადამიანური კაპიტალის ეფექტურად მართვა, კვალიფიციური კადრების აღმოჩენა და შენარჩუნება. „ალტერბრიჯის“ ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტები პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით სწავლობენ ინსტრუმენტებს, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია არა მხოლოდ ინდივიდების დახმარება, არამედ საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები იღებენ ცოდნას განვითარებისა და სოციალური ფსიქოლოგიის, კვლევის მეთოდებისა და პროფესიული ეთიკის შესახებ. ეს არის დისციპლინა, რომელიც ადამიანის ქცევას, ემოციებსა და აზროვნებას შეისწავლის, შესაბამისად მნიშვნელოვანია, სწავლების მეთოდები სანდო კვლევებსა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე იყოს დაფუძნებული.
როგორც უნივერსიტეტ „ალტერბრიჯში“ განმარტავენ, ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, სტუდენტებისათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების განვითარება, რაც უზრუნველყოფს მათ კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე და მომზადებას მომავალი პროფესიული და აკადემიური გამოწვევებისთვის.

„ალტერბრიჯის“ პროგრამა სწორედ აღნიშნულ კომპონენტებს აერთიანებს და სტუდენტებს უქმნის მყარ საფუძველს, მიიღონ თანამედროვე მიდგომებზე მორგებული ცოდნა და ჩამოყალიბდნენ პასუხისმგებლობიან, ეთიკურ პროფესიონალებად, რომლებიც წარმატებით დასაქმდებიან ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა:
ფსიქოლოგიის პროგრამა მხოლოდ აღნიშნული კარიერული შესაძლებლობებით არ იზღუდება. მრავალმხრივი განათლება კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს, ჩაერთონ კვლევით და საჯარო საქმიანობებში, გახდნენ წარმატებული მენეჯერები, ანტრეპრენერები, სტარტაპერები და სხვა.
სწორედ მრავალფეროვანი განათლების მიღების შესაძლებლობა გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, სულ უფრო მეტი აბიტურიენტი აკეთებს არჩევანს ფსიქოლოგიაზე.

რა უპირატესობები აქვს „ალტერბრიჯის“ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამას?
„ალტერბრიჯის“ საბაკალავრო პროგრამის მიზანია, სტუდენტს შესძინოს ფსიქოლოგიის მეცნიერების დარგში თანამედროვე და ფართო ცოდნა, რაც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გამოიმუშავებენ კვლევით უნარებს; ამასთან, განივითარებენ ფსიქოლოგიის საქმიანობის სფეროსთვის დამახასიათებელ შემეცნებით და პრაქტიკულ უნარებს, შეისწავლიან პროფესიული ეთიკის პრინციპებს, რაც საშუალებას მისცემთ, იმუშაონ სოციალური პასუხისმგებლობითა და სოციალური სტანდარტების დაცვით.
„ალტერბრიჯში“ განმარტავენ, რომ სწავლება ითვალისწინებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარების ჩამოყალიბებას, რაც კურსდამთავრებულებს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. ამასთან, აღნიშნული ცოდნა გახდება მყარი საფუძველი, სწავლა შემდეგ საფეხურებზე განაგრძონ.
როგორ გამოიყენებს მიღებულ ცოდნას „ალტერბრიჯის“ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული?
„ალტერბრიჯის“ ფსიქოლოგიის პროგრამა სტუდენტს აძლევს იმ ფუნდამენტურ ცოდნას, რომელიც თანაბრად გამოდგება როგორც კლინიკურ პრაქტიკაში, ასევე ბიზნესში, მენეჯმენტსა თუ ტექნოლოგიებში.
როგორც ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, ანნა გვეტაძე განმარტავს, სტუდენტები სწავლობენ არა მხოლოდ თეორიას, არამედ ადამიანური ქცევის მართვისა და ანალიზის იმ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც მათ ნებისმიერ ინდუსტრიაში კონკურენტუნარიანს გახდის:
„დღეს ფსიქოლოგია აღარ არის მხოლოდ ცალკეული დარგი. ეს არის მომავლის პროფესია, რომელიც წარმატების გასაღებია ნებისმიერ სფეროში. ტექნოლოგიურ ეპოქაში ადამიანური ფაქტორი კიდევ უფრო ფასეული ხდება, ამიტომ დღეს სწორედ ფსიქოლოგი არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კადრი შრომის ბაზარზე. ჩვენთან სწავლა რეალურ გამოცდილებაზეა დაფუძნებული, ხოლო ლექტორები ის პროფესიონალები არიან, რომლებიც დარგის მომავალს ქმნიან. თუ ეძებთ პროფესიას, რომელიც დროს გაუძლებს და ყველა კარს გაგიღებთ ფსიქოლოგია „ალტერბრიჯში“ თქვენი ყველაზე სწორი არჩევანია“, - აღნიშნავენ უნივერსიტეტში.
აღსანიშნავია, რომ საბაკალავრო პროგრამაში ინტეგრირებულია ტექნოლოგიური კომპონენტიც, რომელიც ფსიქოლოგიაში უკვე წლებია მკვიდრდება. მათ შორის არის ხელოვნური ინტელექტიც, რომელმაც თითოეული ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოაღწია და ზეგავლენას ახდენს როგორც პროფესიულ საქმიანობაზე, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე. თანამედროვე ადამიანის გამოწვევებს შორის სწორედ მდგრადი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებაა ინტერნეტ რესურსებისა და AI-ს ხშირი მოხმარების ფონზე. სტუდენტები გაეცნობიან თანამედროვე გამოწვევებსა და უახლეს მაგალითებს, პროფესიულ ინსტრუმენტებს, რომლებსაც ფსიქოლოგები ამჟამად იყენებენ პაციენტებთან მუშაობისთვის და სხვა.
„ალტერბრიჯში“ განმარტავენ, რომ პრაქტიკოს ლექტორებთან კომუნიკაცია და კონტაქტები, რომლებსაც სტუდენტები კურსის ფარგლებში შეიძენენ მათ თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი ცოდნის მიღებისა და მარტივად დასაქმების საშუალებას მისცემს.
„ჩვენ ვართ პროგრესული საგანმანათლებლო სივრცე და ვქმნით პიროვნული და პროფესიული თვითრეალიზების საუკეთესო შესაძლებლობებს, უზრუნველვყოფთ კვლევისა და ცოდნის მიღების ხელმისაწვდომ პირობებს, ვაძლიერებთ სტუდენტებს პრაქტიკული უნარებითა და ლიდერული კომპეტენციებით. ვპასუხობთ შრომის ბაზრის გამოწვევებს, ვამზადებთ მომავლის პროფესიონალებს და ხელს ვუწყობთ საზოგადოების მდგრად განვითარებას“, - განმარტავენ უნივერსიტეტში.
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს უწყვეტი განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ. ისინი, ერთი მხრივ, შეისწავლიან კურიკულუმის ფარგლებში გათვალისწინებულ საგნებს და მეორე მხრივ, პარტნიორების დახმარებით გაეცნობიან ფსიქოლოგიისა და მომიჯნავე სფეროებში პრაქტიკული საქმიანობის სპეციფიკას.
უნივერსიტეტ „ალტერბრიჯში“ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე მოსახვედრად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნებია:
პროგრამის ღირებულება არის 3 500 ლარი.
R