მსახიობი და "იმედის" გადაცემის წამყვანი ნანუკა გულუა ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საზოგადოებას მიმართავს:
"ძვირფასებო" დამშვიდდით, რომ აბობოქრდებით ხოლმე და ჩვენს რყევას იწყებთ იმ იმედით, რომ "შეგვეშინდება" თქვენი და გამოვიქცევით იმედიდან! რა ვერ გაიგეთ — ჩვენ გააზრებულად, მთელი არსებით, სიყვარულითა და ერთგულებით ურყევად ვდგავართ ჩვენი “იმედის” გვერდით და ეს არასოდეს შეიცვლება! შეგვეჯიბრეთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის სიყვარულში , შეგვეჯიბრეთ ჰუმანურობაში, სამართლიანობასა და სიკეთეში!!" - წერს გულუა.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - "იმედსა“ და "POSTV“-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, "იმედსა“ და "POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც "რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“.
დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმედი და POSTV "რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.
წაიკითხეთ ასევე: