ავტორი:

მარტა კოსი ევროკავშირში გაწევრების კანდიდატებს შორის 4 ლიდერს ასახელებს, საქართველო მათ შორის არ არის

მარტა კოსი ევროკავშირში გაწევრების კანდიდატებს შორის 4 ლიდერს ასახელებს, საქართველო მათ შორის არ არის

ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების პროცესის ახალი წესების პროექტს რამდენიმე თვეში წარადგენს, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა შესაძლო სცენარების განხილვის ბოლო ეტაპზე არიან.

"ჯერ კიდევ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ბოლოს და ბოლოს, საქმე ევროპის მომავალს ეხება“, - განაცხადა მარტა კოსმა.

მარტა კოსმა ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზეც ისაუბრა.

"რთულია, ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ ერთსულოვანი გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე მიიღონ, სადაც კონსენსუსია საჭირო. ამიტომ, ღირს იმის განხილვა, თუ როგორ მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა კოსმა.

ასევე, მისი თქმით, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრების პროცესი ერთად დაიწყეს და ამ პროცესში მათი გაყოფა მოსალოდნელი არ არის, თუმცა ეს რეფორმების ტემპზეა დამოკიდებული.

"პირადად მე ვთვლი, რომ კანდიდატებს შორის ოთხი ლიდერია: მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა. ეს ქვეყნები წევრობისკენ გზაზე ერთად უნდა დარჩნენ, თუმცა, ვნახოთ, როგორც განახორციელებს უკრაინა რეფორმებს. როგორც იცით, ევროკავშირში გაწევრება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია“, - განაცხადა ევროკომისარმა.