მილანში ტრამვაი რელსებიდან შენობას შეეჯახა, არის მსხვერპლი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მილანში ტრამვაი რელსებიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა, რის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 39 დაშავდა.
შემთხვევა მილანის ცენტრალურ ნაწილში, ვიტორიო ვენეტოს ქუჩაზე მოხდა.
მგზავრების განცხადებით, ვაგონების ქვემოდან ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ტრამვაიმ სიჩქარეს მოუმატა, რელსებიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა.