ავტორი:

"მე არაფერი მინახავს და არაფერი დამიშავებია" - ბილ კლინტონი წარმომადგენლობითი პალატის ზედამხედველობით კომიტეტში: ვინ დააკავშირა ექსპრეზიდენტი ჯეფრი ეპშტეინს?

"მე არაფერი მინახავს და არაფერი დამიშავებია" - ბილ კლინტონი წარმომადგენლობითი პალატის ზედამხედველობით კომიტეტში: ვინ დააკავშირა ექსპრეზიდენტი ჯეფრი ეპშტეინს?

27 თებერვალს, ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტისთვის მომზადებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა ჯეფრი ეპშტეინის დანაშაულების შესახებ. მან წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტს გარდაცვლილი ფინანსისტისა და სექსუალურ დანაშაულებში მსჯავრდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით ჩვენება დახურულ კარს მიღმა მისცა, ხოლო მისი შესავალი სიტყვა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა.

"მე არაფერი მინახავს და არაფერი დამიშავებია, პირველ რიგში, ჯეფრი ეპშტეინის დანაშაულების შესახებ წარმოდგენა არ მქონდა. ვიცი, რაც ვნახე და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიცი რაც არ მინახავს. ვიცი, რაც გავაკეთე და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიცი რაც არ გამიკეთებია“, - განაცხადა ბილ კლინტონმა.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით მოქმედი წარმომადგენლობითი პალატის ზედამხედველობითი კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

საქმე ბილ კლინტონის და ჯეფრი ეპშტეინის კავშირებს შეეხება, დაკითხვა დახურულ ფორმატში ჩატარდება. ეპშტეინის მეგობარ ქალთან გისლეინ მაქსველთან დაკავშირებით კომიტეტმა უკვე გამოჰკითხა მისი მეუღლე და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კლინტონი დაადანაშაულა, თითქოს მან არაერთხელ იმოგზაურა ეპშტეინის კუნძულზე, კლინტონებმა კომიტეტს გასულ თვეში აცნობეს, რომ მათ "არაფერი იცოდნენ ეპშტეინის ან მაქსველის მიერ ჩადენილი რაიმე კრიმინალური საქმიანობის შესახებ".

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოები და ელექტრონული მიმოწერა ნათლად აჩვენებს, თუ რა როლი ითამაშა სექსუალური ტრეფიკინგში ბრალდებულმა გისლეინ მაქსველმა, აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტსა და ჯეფრი ეპშტეინს შორის ურთიერთობის დამყარებაში.

ერთ-ერთ ფოტოზე ბილ კლინტონი ჯაკუზში გისლეინ მაქსველთან ერთად იმყოფება, მორიგი ფოტო ჰონ -კონგში Rolling Stones -ის კონცერტზეა გადაღებული, კულისებში მოღიმარი კლინტონი და ეპშტეინი დგანან, კიდევ ერთი ფოტოზე ასევე ჯაკუზში მყოფი კლინტონია, მის გვერდით კი იმყოფება ადამიანი, რომლის სახე დაფარულია.

ფოტოები არ არის დათარიღებული და უცნობია, სად არის გადაღებული. არცერთი მათგანი რაიმე კანონდარღვევაზე არ მიუთითებს.

გამოქვეყნებული მასალები, სავარაუდოდ, 2000 -იან წლების დასაწყისს მიეკუთვნება, იმ პერიოდს როდესაც კლინტონი აქტიურად ეძებდა დონორებს ჯერ მისი საქველმოქმედო ფონდისთვის, ხოლო შემდეგ ასევე მის მიერ შექმნილი ფორუმისთვის სახელწოდებით Clinton Global Initiative.

ეპშტეინი ამ დროისთვის უკვე წარმატებული, ელიტარულ წრეებში მიღებული ფინანსისტი გახლდათ, მაქსველი კი რომელიც ბაკინგემის სასახლიდან პალმ- ბიჩამდე მრავალრიცხოვანი კავშირებით გამოირჩეოდა, მისთვის შუამავლის როლს ასრულებდა. სწორედ გისლეინმა დააკავშირა ერთმანეთს კლინტონი და ჯეფრი ეპშტეინი.

გამოქვეყნებულ მასალებში არ ფიგურირებს არცერთი პირდაპირი მიმოწერა კლინტონსა და ეპშტეინს შორის, თუმცა მრავლად არის 2002 – 2004 წლებით დათარიღებული წერილები, რომლებიც მაქსველისა და ბილ კლინტონის უახლოესი თანაშემწის დაგ ბენდის “საკმაოდ ახლო“ ურთიერთობებზე მიუთითებს.

დოკუმენტების თანახმად, სწორედ მაქსველმა და ბანდამ გაუკეთეს ორგანიზება იმ შეხვედრას, რომელიც ეპშტეინის თვითმფრინავის ბორტზე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტსა და ფინანსისტს შორის გაიმართა. მონაცემების თანახმად კლინტონმა ამ თვითმფრინავით მინიმუმ 24 ჯერ იფრინა, თუმცა როგორც მისი წარმომადგენლები აცხადებდნენ, “ყოველი მათგანი სამუშაო ხასიათს ატარებდა და კლინტონის ფონდის საქმიანობასთან იყო დაკავშირებული“.

ფრენის ჩანაწერების მიხედვით ბილ კლინტონმა ეპშტეინთან ურთიერთობა გაცილებით ადრე შეწყვიტა, მანამდე, ვიდრე ფინანსისტს 2006 წელს პირველ ბრალდებას წაუყენებდნენ.

2024 წელ გამოქვეყნებულ მემუარებში, კლინტონი ამბობს რომ “ჯეფრი ეპშტეინი ყოველთვის უცნაურ ადამიანად მიაჩნდა, თუმცა წარმოდგენა არ ქონია მის კრიმინალურ საქმიანობაზე და ნანობს რომ საერთოდ გაიცნო ეს ადამიანი“.

თავად გისლენ მაქსველმა, რომელიც სასჯელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით იხდის, მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, თუმცა ადრე სასამართლო პროცესზე აღიარა, რომ სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში ჯეფრი ეპშტეინი არაერთხელ არის ნამყოფი თეთრ სახლში და მიუხედავად იმისა რომ ბილ კლინტონს პირადად არ შეხვედრია, პრეზიდენტთან კავშირი სწორედ მისი საშუალებით დაამყარა. წყარო

იხილეთ ასევე: