ავტორი:

წვიმა და თოვლი, დაეცემა ტემპერატურა - როგორი ამინდი იქნება 28 თებერვალს საქართველოში?

წვიმა და თოვლი, დაეცემა ტემპერატურა - როგორი ამინდი იქნება 28 თებერვალს საქართველოში?

28 თებერვალს, საქართველოს ყველა რეგიონში ნალექია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები ზოგან თოვლს, ზოგან კი წვიმას პროგნოზირებენ. იწვიმებს დედაქალაქშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა მხოლოდ +4 გრადუსამდე გათბება.

  • ამინდი რეგიონებში:

გაგრა +8 - წვიმა

სოხუმი +8 - წვიმა

ზუგდიდი +6 - წვიმა

მესტია +1 - თოვლი

ფოთი +8 - წვიმა

ბათუმი +8 - წვიმა

ოზურგეთი +7 - წვიმა

ქუთაისი +5 - წვიმა

ამბროლაური +4 - თოვლი

ახალციხე +4 - წვიმა

ბორჯომი -1 - თოვლი

ბაკურიანი -3 - თოვლი

გორი +3 - თოვლი

ცხინვალი +1 - თოვლი

სტეფანწმინდა -5 - თოვლი

გუდაური -7 - თოვლი

თელავი +2 - თოვლი

რუსთავი +5 - წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში - თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

"27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.