ავტორი:

15 დაღუპული და ქურდობა ტრაგედიის ადგილზე - თვითმფრინავი, რომელსაც ახალი ბანკნოტები გადაჰქონდა, ჩამოვარდა: ფოტოები ბოლივიიდან

15 დაღუპული და ქურდობა ტრაგედიის ადგილზე - თვითმფრინავი, რომელსაც ახალი ბანკნოტები გადაჰქონდა, ჩამოვარდა: ფოტოები ბოლივიიდან

The Guardian-ის ინფორმაციით, ბოლივიაში სამხედრო თვითმფრინავის , რის შედეგადაც, 15 ადამიანი დაიღუპა.

ბოლივიის საჰაერო ძალების Hercules-ის ტიპის თვითმფრინავი ქალაქ ელ-ალტოში აეროპორტთან ახლოს გზატკეცილზე ჩამოვარდა და ავტომობილებს შეეჯახა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავს ბოლივიის ცენტრალური ბანკიდან ახალი ბანკნოტები გადაჰქონდა.

Bolivian National Association of Journalists-მა განცხადებაში აღნიშნა, რომ სანამ საინფორმაციო ჯგუფები შემთხვევას აშუქებდნენ, მოქალაქეები ბანკნოტების მოპარვას ცდილობდნენ.

პოლიციამ ბრბოს დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ბანკნოტების მოპარვის მცდელობის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს. სამართალდამცავები აგრძელებენ გამოძიებას და მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ძალადობისა და არეულობისგან.

თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ფულს იურიდიული ძალა არ გააჩნია და მისი გამოყენების მცდელობა დანაშაულად ჩაითვლება.

„მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ ამ ფულს არანაირი იურიდიული ღირებულება არ აქვს, რადგან ის არ არის გაცემული ცენტრალური ბანკის მიერ და არ აქვს სერიული ნომერი. მისი გამოყენების მცდელობა დანაშაულია“, — აღნიშნა მინისტრმა.

„ასევე მოვუწოდებთ ყველას, ვინც ამ ტერიტორიაზე ვანდალიზმის აქტებს ახორციელებს, შეწყვიტონ მსგავსი ქმედებები და პატივი სცენ გარდაცვლილთა ხსოვნას".

წყარო