ისრაელის მიერ ირანზე საჰაერო თავდასხმების დაწყების შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განცხადება გაავრცელა:
"ჩემო ძმებო და დებო, ისრაელის მოქალაქეებო, ცოტა ხნის წინ, ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანში ტერორისტული რეჟიმის მიერ შექმნილი ეგზისტენციალური საფრთხის მოსაშორებლად ოპერაცია დაიწყეს.
მადლობას ვუხდი ჩვენს დიდ მეგობარს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მისი ისტორიული ლიდერობისთვის. 47 წლის განმავლობაში აიათოლას რეჟიმი ისრაელელი და ამერიკელი ხალხის სიკვდილს ითხოვდა.
მან ჩვენი სისხლი დაღვარა, მრავალი ამერიკელი მოკლა და საკუთარი ხალხიც გაანადგურა. ეს მკვლელი ტერორისტული რეჟიმი არ უნდა იყოს შეიარაღებული ბირთვული იარაღით. დადგა დრო, რომ ირანელი ხალხის ყველა ფენამ - სპარსელებმა, ქურთებმა, აზერბაიჯანელებმა, ბელუჯებმა და აჰვაზებმა - მოიშორონ ტირანიის უღელი და ქვეყანაში დაამყარონ თავისუფლება და მშვიდობა.
მოგიწოდებთ თქვენ, ისრაელის მოქალაქეებო, მოუსმინოთ შიდა ფრონტის სარდლობის მითითებებს. უახლოეს დღეებში, ოპერაცია "ლომის ღრიალის" ფარგლებში, ყველას მოთმინება და სიმტკიცე გვმართებს. ერთად დავდგებით, ერთად ვიბრძოლებთ და ერთად უზრუნველვყოფთ ისრაელის მარადისობას" - ნათქვამია ნეთანიაჰუს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ და ისრაელი ერთობლივ დარტყმებს ახორციელებენ. მედიის ცნობით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე იერიშები აშშ-ისრაელის ერთობლივ ოპერაციას წარმოადგენს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის დედაქალაქში აფეთქებების ხმა გაისმა და ქალაქის თავზე კვამლი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, თეირანის ცენტრში სამი აფეთქება მოხდა.
წაიკითხეთ ასევე: