ავტორი:

დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები, გაწყვეტილი ინტერნეტების სადენები, ჩახერგილი გზები... - თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა: სად რა ვითარებაა

დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები, გაწყვეტილი ინტერნეტების სადენები, ჩახერგილი გზები... - თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა: სად რა ვითარებაა

დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია. დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. წაქცეულია ელექტროგადამცემი ანძები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე. ინფორმაციას და ფოტოებს თბილისის მერია ავრცელებს.

"განსაკუთრებით საყურადღებოა მძიმე და სველი თოვლის გამო ხის ტოტების მტვრევის და ხეების წაქცევის ფაქტები. აღნიშნული მიზეზით, განსაკუთრებით სახიფათოა ხეების ქვეშ გადაადგილება.

  • ბოლო 24 საათის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ხეების მასიური წაქცევის შემთხვევებს, რამაც დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, გარე განათების ბოძები, ავტომანქანები, ჩახერგა გზები.

სხვადასხვა მისამართზე გაწყვეტილია ინტერნეტების სადენები, რის აღსადგენადაც პროვაიდერი კომპანიები აქტიურად მუშაოებენ.ინფორმაციის მიღებისთანავე ხდება მყისიერი რეაგირება, თბილისის „ეკოსერვის ჯგუფი“ , შპს “თბილსერვის ჯგუფი” და რაიონების გამგეობების ბრიგადები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, რათა გზები გაიწმინდოს და პრობლემები აღმოიფხრას.აქვე, მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის და ოპერატიული მოქმედებისთვის" - ნათქვამია ინფორმაციაში.

წაიკითხეთ: თბილისში 70 0000 მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება - ვის როდის აღუდგება ენერგომომარაგება

ნახეთ ფოტოები: სად რა ვითარებაა დედაქალაქში