უამინდობამ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია. ძლიერი ნალექისა და ქარის შედეგად დაზიანებულია მაღალი და საშუალო ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები.
როგორც კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განაცხადეს, ტექნიკური ჯგუფები სრული დატვირთვით მუშაობენ დაზიანებული კერების ლოკალიზაციისა და ქსელის რეაბილიტაციისთვის.
"აღმოსავლეთ საქართველოში ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. უამინდობამ აღმოსავლეთ საქართველოში დააზიანა მაღალი და საშუალო ძაბვის ელექტროქსელი.
დაზიანებები უმეტესად მოტეხილი ხეების ელექტროგადამცემ ხაზებზე დაცემის შედეგად არის გამოწვეული.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ამ წუთებშიც. მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება გართულებულია, მობილიზებულია და სამუშაოებში შეძლებისდაგვარად ჩართულია სპეციალური ტექნიკაც.
"საგანგებო რეჟიმში მუშაობა გაგრძელდება იქამდე, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება. აბონენტების უმრავლესობას დღის ბოლომდე მიეწოდება ელექტროენერგია“ - აცხადებენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში.
წაიკითხეთ ასევე: