მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოჯახის წევრის დაბადების დღეზე დასასწრებად პენიტენციური დაწესებულება დროებით დატოვა, სპეციალური პენიტენციური სამსახური ოფიციალური განცხადებით ეხმაურება. უწყება გავრცელებულ ცნობებს „მორიგ დეზინფორმაციას“ უწოდებს.
"საკითხი არც კი განხილულა“ – რას აცხადებენ უწყებაში
პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ექს-პრემიერის ციხიდან გაყვანის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დამდგარა. უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კანონმდებლობის თანახმად, დაბადების დღე არ წარმოადგენს იმ განსაკუთრებულ გარემოებას, რომლის გამოც მსჯავრდებულს დაწესებულების დატოვების უფლება შეიძლება მიეცეს:
„მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ საკანში მიმდინარეობს 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობა. პერსონალური მონაცემების დაცვის გამო, უწყება ვიდეომასალას ვერ გაასაჯაროებს, თუმცა დაინტერესებულ პირებსა და სახალხო დამცველის აპარატს შეუძლიათ ადგილზე გაეცნონ მასალას, რაც უტყუარად დაადასტურებს ინფორმაციის მცდარობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
- კი, ძლივს მოასწრეს ციხეში დაბრუნება, სანამ სამუშაო დღე დასრულდებოდა. რეალურად კი, თქვენი სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელსაც კვირაში ასამდე ვიზიტორი ჰყავდა: ცოლები, დედები, შვილები, ფანები, ირაკლის მხოლოდ ტელეფონით შეუძლია ოჯახთან ურთიერთობა, ისიც კვირაში ერთხელ…“, - წერს თამაზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხის დროებით დატოვების შესახებ რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა, რასაც მოჰყვა როგორც სახელმწიფო უწყების, ისე ოჯახის ახლობლების რეაქცია.