ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად აბუ-დაბიში ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"ეს ეროვნული სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა და არაბთა გაერთიანებული საამიროები ამ ესკალაციაზე პასუხის უფლებას იტოვებს“, - ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ, ირანმა აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების საპასუხოდ ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
წაიკითხეთ ასევე: