ავტორი:

მიშო ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს - რა დეტალებია ცნობილი

მიშო ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს - რა დეტალებია ცნობილი

"ტვ პირველის" ინფორმაციით, მიშო ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ტელეკომპანიის ცნობით, 17 წლის ახალგაზრდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ხელბორკილები სავარაუდოდ გუშინ დაადეს. დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან.

"ბევრი კითხვები მაქვს მასთან, რატომ იმყოფებოდა 21 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში, ჩვენი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, იმისთვის ხომ არა, რომ ელოდებოდა მიშოს. ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს მოპოვებული და გადაცემული პროკურატურისთვის. იცის ძალიან ბევრი რამ და შესაძლოა კიდევ გაიზარდოს მტკიცებულებები და ბევრი ინფორმაცია მოვიპოვოთ გივი დათაშვილის მეშვეობით. მოტივი ვფიქრობ სულ სხვაა და არა ის, რასაც ასახელებენ, ეს გივი დათაშვილმა კარგად იცის და ამიტომ ვითხოვდი დაკავებას. მინდა თქვას, რატომ შეცვალა პირველი ჩვენება" - ამბობს მოკლული მიშო ქავთარაძის დედა "ტვ პირველთან".

უმძიმესი დანაშაული გასული წლის 21 დეკემბერს ვარკეთილში მოხდა. ახალგაზრდებს შორის მომხდარი შელაპარაკება სისხლისღვრით დასრულდა. სამწუხაროდ, ოთხი ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთი ახალგაზრდა, დედისერთა ბიჭი, 23 წლის მიშო ქავთარაძე მიყენებული დაზიანებით კლინიკაში მისვლისთანავე გარდაიცვალა

სამართალდამცავებმა მაშინ მომხდარზე, ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელეს და ცნობილია, რომ განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ასევე ერთი თვის წინ გახდა ცნობილი, რომ მიშო ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე ორი სპეცრაზმელი დააკავეს - თორნიკე გოგიძე და ოთარ მარანელი გუშინ.

წაიკითხეთ ასევე: