ავტორი:

როგორ ეხმაურება ოფიციალური მოსკოვი ირანში მიმდინარე მოვლენებს

როგორ ეხმაურება ოფიციალური მოსკოვი ირანში მიმდინარე მოვლენებს

აშშ-ისა და ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი და არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის აქტი განახორციელეს, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"28 თებერვლის დილით აშშ-სა და ისრაელის ძალებმა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ამ უგუნურ ნაბიჯს წინ სამხედრო-პოლიტიკური და პროპაგანდული მზადება უძღოდა, მათ შორის რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების დიდი რაოდენობით განლაგება, რაც არ ტოვებს იმის ეჭვეს, რომ საქმე გვაქვს გაერო-ს წევრის, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილ და არაპროვოცირებულ სამხედრო აგრესიის აქტთან, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსკოვი „მოითხოვს ირანის გარშემო არსებული ვითარება პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების კურსს დაუბრუნდეს“.

"ვაშინგტონმა და თელ-ავივმა სახიფათო ავანტიურა კიდევ ერთხელ გაითამაშეს, რაც რეგიონს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და ასევე, არ არის გამორიცხული, რომ რადიაციულ კატასტროფასთანაც კი აახლოებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნახეთ ასევე: