ავტორი:

ვრცელდება სატელიტიდან გადაღებულ ფოტო, სადაც აიათოლა ალი ხამენეის განადგურებული რეზიდენცია ჩანს - მედია

ვრცელდება სატელიტიდან გადაღებულ ფოტო, სადაც აიათოლა ალი ხამენეის განადგურებული რეზიდენცია ჩანს - მედია

ისრაელის დარტყმების შედეგად აიათოლა ხამენეის რეზიდენცია განადგურდა, - ფოტოს Jerusalem Post-ი აქვეყნებს.

  • გამოცემა სატელიტიდან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განადგურებული რეზიდენცია ჩანს.

მანამდე, გამოცემა Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ხამენეი უსაფრთხო ლოკაციაზეა გადაყვანილი.

დღეს დილით, ირანის წინააღმდეგ აშშ და ისრაელი ერთობლივ დარტყმები განახორციელეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნეთანიაჰუს ცნობით, ირანის წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციას "ლომის ღრიალი" ეწოდება.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის რეზიდენცია იყო. თუმცა, როგორც ირანული გამოცემები წერენ, პრეზიდენტი უსაფრთხოდაა.

ასევე მედია წერს, რომ ირანში არ იმყოფება აიათოლა ალი ხამენეი. Reuters-ის ინფორმაციით, უზენაესი ლიდერი უსაფრთხო ლოკაციაზეა გადაყვანილი.

წაიკითხეთ ასევე: