დღეს დილით აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნეთანიაჰუს ცნობით, ირანის წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციას "ლომის ღრიალი" ეწოდება.
დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის რეზიდენცია იყო. თუმცა, როგორც ირანული გამოცემები წერენ, პრეზიდენტი უსაფრთხოდაა. ისრაელის დარტყმების შედეგად აიათოლა ხამენეის რეზიდენცია განადგურდა. ისრაელის მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მოკლულია ირანის უზენაესი ლიდერი.
ირანმა თავის მხრივ უპასუხა სარაკეტო და დრონებით განხორციელებული შეტევებით, ისრაელის რიგ ობიექტებზე და ამერიკის სამხედრო ბაზებზე, სპარსეთის ყურის სხვადასხვა სახელმწიფოში. ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად აბუ-დაბიში ერთი ადამიანი დაიღუპა. არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების შემდეგ ირანის მიერ გაშვებული რაკეტის ნამსხვრევები აბუ-დაბიში საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა.
1. პირველი ვარიანტი რეჟიმის სრული დემონტაჟია. ეს გულისხმობს ირანის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების ტოტალურ ლიკვიდაციას ან მათ გაქცევას ქვეყნიდან, მართვის სისტემის მოშლას ან/და მთავრობის შიგნიდან ჩანაცვლებას (ეგრეთ წოდებული "ვენესუელის სცენარი"), ან მასობრივი სახალხო აჯანყების პროვოცირებას. ეს არ იქნება მხოლოდ სამხედრო წარმატება - ეს იქნება უპირობო სამხედრო-პოლიტიკური გამარჯვება, რომელიც ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურ არქიტექტურას ძირფესვიანად შეცვლის. ეს არის კარგი სცენარი.
2. მეორე ვარიანტი ირანის სამხედრო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ტოტალურ დაბომბვასა და გამოფიტვას გულისხმობს. ამ სცენარში თეირანი იძულებული გახდება, გადარჩენის მიზნით დათმობებზე წავიდეს და რიგ უმკაცრეს შეზღუდვებს დათანხმდეს - როგორც ბირთვულ, ისე ბალისტიკურ პროგრამებზე. ასევე შეიძლება მოუწიოს დაკავებული პოლიტიკური პატიმრების გამოშვებაც. ეს უფრო სუფთა სამხედრო გამარჯვება იქნება, ვიდრე პოლიტიკური. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, დასუსტებულმა და კბილებ დამტვრეულმა რეჟიმმა ჩრდილოკორეიზაცია რომ დაიწყოს ან პირიქით, შიდა აჯანყება, ან ახალი, შედარებით რეფორმატორული ფრაქციების წარმოშობა გამოიწვიოს, არც ეს უნდა გაგვიკვირდეს.
3. მესამე და ყველაზე ცუდი ვარიანტი დე-ფაქტო ან ოფიციალური ცეცხლის შეწყვეტაა. მართალია, ირანი ამ კონფლიქტიდან სერიოზულად დასუსტებული, ინფრასტრუქტურა მოშლილი და სამხედრო პოტენციალ დაკარგული გამოვა, მაგრამ რეჟიმი ფიზიკურად გადარჩება ოფიციალური სამხედრო და პოლიტიკური კაპიტულაციის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ტოტალური დამარცხება არ დგება და ირანი კვლავ დარჩება რეგიონულ საფრთხედ, უბრალოდ - მოჭრილი კლანჭებით და სერიოზულად დასუსტებული.
წაიკითხეთ ასევე: