ავტორი:

"რამდენადაც ვიცი, ირანის უზენაესი ლიდერი და პრეზიდენტი ცოცხლები არიან" - აბას არაღჩი

"რამდენადაც ვიცი, ირანის უზენაესი ლიდერი და პრეზიდენტი ცოცხლები არიან" - აბას არაღჩი

რამდენადაც ვიცი, ირანის უზენაესი ლიდერი და პრეზიდენტი ცოცხლები არიან, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

  • "თითქმის ყველა ოფიციალური პირი უსაფრთხოდ არის. შესაძლოა, ერთი ან ორი მეთაური დავკარგეთ, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს“, - განაცხადა არაღჩიმ.

ამასთან, არაღჩიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ირანის წინააღმდეგ ნეთანიაჰუსა და ტრამპის ომი არაპროვოცირებული და უკანონოა“.

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სავარაუდოდ, ისრაელის დარტყმების შედეგად აიათოლა ხამენეი დაიღუპა.

ინფორმაცია, ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.

ამასთან, Reuters-ის ცნობით, შესაძლოა, ისრაელის საჰაერო დარტყმებს ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე და ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაური მოჰამედ პაკპური ემსხვერპლა.

ნახეთ ასევე: