ავტორი:

როგორ დააორგანიზეს მიშო ქავთარაძის მიმართ ჯგუფური ძალადობა, რასაც მკვლელობა მოჰყვა - რა ინფორმაციას ავრცელებს დაკავებულ არასრულწლოვანზე პროკურატურა

როგორ დააორგანიზეს მიშო ქავთარაძის მიმართ ჯგუფური ძალადობა, რასაც მკვლელობა მოჰყვა - რა ინფორმაციას ავრცელებს დაკავებულ არასრულწლოვანზე პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი მიხეილ ქავთარაძის მკვლელობის ფაქტზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა, ხოლო ამავე საქმეზე მსჯავრდებულს, ახალი ბრალი წარუდგინა.

აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

"თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 21 დეკემბერს, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული დავით გოგიძე თანმხლებ პირებთან ერთად გადაადგილდებოდა თბილისში, ვაზისუბნის ტერიტორიაზე, სადაც ფიზიკურად დაუპირისპირდა მიხეილ ქავთარაძეს და მის თანმხლებ პირებს.

  • ამ ფაქტით განაწყენებულმა მსჯავრდებულმა დავით გოგიძემ დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა, კერძოდ დაუკავშირდა მის ძმას, თორნიკე გოგიძეს და მეგობარ ოთარ მარანელს, რომლებსაც უთხრა მომხდარის შესახებ და სთხოვა დახმარება, რაზეც მათ განუცხადეს თანხმობა.

თორნიკე გოგიძე, მის მეგობარ ოთარ მარანელთან ერთად მივიდა მსჯავრდებულ დავით გოგიძის მიერ მითითებულ მისამართზე და ადგილზე მყოფ არასრულწლოვან გ. დ. - თან ერთად იძალადეს მიხეილ ქავთარაძეზე და მის თანმხლებ პირებზე, რის შედეგადაც მათ მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები.

ამავე კონფლიქტის დროს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორმა, მსჯავრდებულმა დავით გოგიძემ მის თანმხლებ პირებთან შეუთანხმებლად, განზრახ მოკვლის მიზნით, სხეულის სხვადასხვა არეში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა მიხეილ ქავთარაძეს და მის თანმხლებ პირებს, რის შედეგადაც მიხეილ ქავთარაძე გარდაიცვალა, ხოლო სხვა პირებმა სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

უმძიმესი დანაშაული გასული წლის 21 დეკემბერს ვარკეთილში მოხდა. ახალგაზრდებს შორის მომხდარი შელაპარაკება სისხლისღვრით დასრულდა. სამწუხაროდ, ოთხი ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთი ახალგაზრდა, დედისერთა ბიჭი, 23 წლის მიშო ქავთარაძე მიყენებული დაზიანებით კლინიკაში მისვლისთანავე გარდაიცვალა

სამართალდამცავებმა მაშინ მომხდარზე, ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელეს და ცნობილია, რომ განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ასევე ერთი თვის წინ გახდა ცნობილი, რომ მიშო ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე ორი სპეცრაზმელი დააკავეს - თორნიკე გოგიძე და ოთარ მარანელი გუშინ.

წაიკითხეთ ასევე: