ავტორი:

ახალგაზრდა, რომელიც ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა

ახალგაზრდა, რომელიც ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა. ავარია 20 თებერვალს რუსთავში მოხდა. ახალგაზრდა რამდენიმე დღე კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპული ახალგაზრდა პოლიციელი, 27 წლის დავით გვაზავაა.

მომხდარ შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.