ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ისრაელისა და ამერიკული ბაზების წინააღმდეგ "დამანგრეველ შეტევით ოპერაციას“ იწყებენ.
მანამდე, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განცხადება გაავრცელა უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სადაც ის დიდ ლიდერად მოიხსენია და აღნიშნა, რომ უზენაესი ლიდერის გარდაცვალება ირანს უფრო მეტად მტკიცეს გახდის, თავისი გზა გააგრძელოს.
პარალელურად, ირანის დედაქალაქ თეირანში რამდენიმე საათია აფეთქებების ხმა ისმის, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ცოტა ხნის წინ ასევე განაცხადა, რომ მათ ათობით გამანადგურებელი თვითმფრინავიდან დარტყმების კიდევ ერთი ტალღა დაიწყეს, რომელიც ირანის სარაკეტო მარაგებსა და თავდაცვით სისტემების წინააღმდეგ არის მიმართული.
"ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის მასშტაბით ტერორისტული რეჟიმის 30-ზე მეტ სამიზნეს შეუტიეს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რაკეტების გამშვებ სისტემებს, რეჟიმის სამიზნეებს და სამხედრო სარდლობის ცენტრებს“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.