დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც აეროპორტს ირანული დრონი მოხვდა.


სხვა კადრებში აეროპორტის დაცარიელებული ნაწილი ჩანს მგზავრების გაყვანის შემდეგ.

უკვე არსებული საგანგებო გეგმების გამო, ტერმინალების უმეტესობა წინასწარ იყო დაცლილი მგზავრებისგან. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომობისთანავე გავრცელდება", - ნათქვამია აეროპორტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა დარტყმები განახორციელეს ირანში მდებარე რამდენიმე ქალაქის ობიექტებზე, მათ შორის ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეი-ის ოფისებზე. თავდასხმას ირანის საპასუხო ნაბიჯი მოჰყვა - ირანი საპასუხოდ ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებზე მიიტანა შეტევა.
უკვე დადასტურებულად არის ცნობილი, რომ აშშ-სა და ისრაელის ირანზე თავდასხმის შედეგად ლიკვიდირებულია ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.