ავტორი:

ვინ გახდება ირანის ლიდერი აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ? - რას ამბობენ ირანში და რას აცხადებს დონალდ ტრამპი?

ვინ გახდება ირანის ლიდერი აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ? - რას ამბობენ ირანში და რას აცხადებს დონალდ ტრამპი?

ირანმა გამოაცხადა, რომ უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების შემდეგ გარდამავალ პერიოდს ქვეყნის პრეზიდენტი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი და გავლენიანი ორგანოს - მეურვეთა საბჭოს - ერთ-ერთი იურისტი გააკონტროლებენ.

ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ხამენეი, რომელსაც, ოფიციალურად, მემკვიდრე არ ჰყავს.

დასავლური მედიის ცნობით, მომავალ ლიდერს მაღალი რანგის 88 სასულიერო პირისგან შემდგარი არჩეული ორგანო, ექსპერტთა ასამბლეა, შეარჩევს. ეს პროცესი, კონსტიტუციის თანახმად, რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.

  • ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, იცის, ვისი ხილვა სურს ირანის ლიდერად უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ.

CBS News-თან სატელეფონო ინტერვიუში კითხვაზე, როგორ ფიქრობს, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს ხამენეის დაღუპვის შემდეგ, ტრამპმა უპასუხა: "ზუსტად ვიცი ვინ, მაგრამ ვერ გეტყვით“.

ამასთან, კითხვაზე არის თუ არა ირანში ვინმე, ვისი ქვეყნის ლიდერად ხილვაც მას სურს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: "დიახ, ვფიქრობ ასეა. რამდენიმე კარგი კანდიდატია“.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ეფექტური იყო და შესაძლოა დიპლომატიისკენ მიმავალი გზა შექმნას.

"ცხადია, ახლა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ერთი დღის წინ იყო, რადგან მათ საშინლად ურტყამენ“, - განაცხადა ტრამპმა CBS News-თან სატელეფონო ინტერვიუში, კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის პერსპექტივის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.