ირანის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანი აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის გამოცხადებისას ატირდა.
ამ დროს ეთერში ისმოდა ასევე სტუდიაში კადრს მიღმა მყოფი ადამიანების ტირილის ხმაც.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/HiaPXo5uYZA?si=XK6FPrHJYKUMiPFT" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>
ცნობისთვის, ირანის სახელმწიფო ტელევიზია ადასტურებს, რომ ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია.
მედიამ ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც ხამენეის დაღუპვას ოფიციალურად ადასტურებს და ამაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს.განცხადებაში ნათქვამია, რომ ხამენეის "მოწამეობრივი სიკვდილი მჩაგვრელების წინააღმდეგ ბრძოლაში აჯანყების დასაწყისი იქნება“.ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია შაბათს დილით თავდასხმისას დედაქალაქ თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა.