აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანი დარტყმებს განაგრძობს, შეერთებული შტატები მას ძალიან ძლიერად უპასუხებს.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ისრაელისა და ამერიკული ბაზების წინააღმდეგ „დამანგრეველ შეტევით ოპერაციას“ იწყებენ.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი შეტევითი ოპერაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა და ამერიკული ტერორისტული ბაზების მიმართულებით სულ რამდენიმე წამში დაიწყება“, - აღნიშნულია განცხადებაში.