ავტორი:

ირანში ხელისუფლების მხარდამჭერები ქუჩაში გამოვიდნენ და აიათოლა ალი ხამენეის გლოვობენ (ფოტოები)

ირანში ხელისუფლების მხარდამჭერები ქუჩაში გამოვიდნენ და აიათოლა ალი ხამენეის გლოვობენ (ფოტოები)

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას ადასტურებს ირანის უშიშროების საბჭო.

ისინი ხამენეის ლიკვიდაციაში ამაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხამენეის "მოწამეობრივი სიკვდილი მჩაგვრელების წინააღმდეგ ბრძოლაში აჯანყების დასაწყისი იქნება“.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია შაბათს დილით თავდასხმისას დედაქალაქ თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა.

თეირანში აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების პარალელურად მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ და ხამენეის გლოვობენ.