ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი წარსდგა, მათგან ფინალურ ბლოკში მხოლოდ ლაშა ბექაური (-90 კგ) იასპარეზებს.
ლაშამ პირველ წრეში რუმინელი ალექს კრეტი დაამარცხა, მერვედფინალში უზბეკ დავლათ ბობონოვს დამატებით დროში ვაზარით სძლია.
მიუხედავად იმისა, რომ მეოთხედფინალში ლაშა სამხრეთ კორეელ კიმთან შეხვედრის დასრულებამდე 45 წამით ადრე იუკოთი მარცხდებოდა, ბექაურმა მეტოქეს იპონით სძლია.
ორგზის ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნახევარფინალში იაპონელი რიკუ ოკადა დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და ფინალში გავიდა. sportall.ge