ავტორი:

"შემდეგი ჩვენ ვართ" - რას წერს დუგინი ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებსა და აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციაზე

"შემდეგი ჩვენ ვართ" - რას წერს დუგინი ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებსა და აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციაზე

რუსი იდეოლოგი, ალექსანდრე დუგინი, ირანის ლიდერის ლიკვიდაციასა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი განცხადებით, მოსკოვში დამკვიდრებული სტრატეგია - შეიქმნას ილუზია, თითქოს რუსეთში ყველაფერი რიგზეა და მშვიდობიანი ცხოვრება გრძელდება - საკუთარ თავს ამოწურავს. დუგინის თქმით, მსოფლიო ახალ, უფრო საშიშ ფაზაში შედის.

  • დუგინი აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას აფასებს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტს, რომელიც ომის გამოცხადების გარეშე მოხდა. მისი მტკიცებით, აშშ-ს აღარ გააჩნია რესურსი ტოტალური გლობალური ჰეგემონიისთვის, რის გამოც ვაშინგტონმა "ტერორისტული პრაქტიკა“ და თავისი "პროქსის“ - ისრაელის გამოყენება დაიწყო.

დუგინის აზრით, ეს პოლიტიკა დონალდ ტრამპის მმართველობის სტილად იქცა. ის მიიჩნევს, რომ შიდა სამოქალაქო ომის ზღვარზე მყოფი აშშ ცდილობს გლობალური ომის პროვოცირებას, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს.

"აშშ-ს აღარ აქვს ძალა ნამდვილი ომებისთვის, სადაც მათი ჯარისკაცები ტერიტორიებს დაიკავებენ - ამას მოწმობს ავღანეთი და ვიეტნამი. ამიტომ, ისინი ისრაელივით იმოქმედებენ: ლიდერების მკვლელობები და ქაოსი ყველგან.

მიმაჩნია, რომ სტრატეგიამ - შეიქმნას იმიჯი, თითქოს რუსეთში ყველაფერი რიგზეა და მშვიდობიანი ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება - საკუთარი თავი ამოწურა. შემდეგი ჩვენ ვართ.

ახლა ეს უპრინციპობა ტრამპის სტილად იქცა. უპრინციპო აშშ - ეს საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის. დასუსტებული გლობალური ჰეგემონი მთელ მსოფლიოში თესავს ქაოსს, რათა ჰეგემონად დარჩეს. სამოქალაქო ომისგან თითქმის გახლეჩილ შტატებს სურს კიდევ უფრო დიდი ომი დათესონ მთელ პლანეტაზე.

აი, ასეთ აშშ-სთან ვცდილობთ ჩვენ მოლაპარაკებას უკრაინის საკითხზე. იგივე ვიტკოფი და კუშნერი აწარმოებენ ჩვენთან მოლაპარაკებებს. ისინი აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ირანთანაც.

აშშ-ს არ სჭირდება მშვიდობა ევროპაში. მათ სჭირდებათ ომი. დიახ, მათ სჭირდებათ სუსტი ევროპა. მაგრამ მათ ასევე სჭირდებათ სუსტი რუსეთი. მათ არ სურთ ომის დასრულება. მათ სურთ, რომ რაც შეიძლება მეტი რუსი კაცი დაიღუპოს ორივე მხარეს. ევროპა კი გაღარიბდეს ძვირადღირებული ენერგეტიკითა და მასობრივი იმიგრაციით", - წერს დუგინი.

ნახეთ ასევე:

ირანში ხელისუფლების მხარდამჭერები ქუჩაში გამოვიდნენ და აიათოლა ალი ხამენეის გლოვობენ (ფოტოები)