ბელგიამ რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილი ნავთობტანკერი დააკავა. ამის შესახებ ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა განაცხადა.
ამავე ცნობებით, გემი ამჟამად ზებრიუგეს პორტში გადაჰყავთ, სადაც მას ჩამოართმევენ.
ამასთან, ბელგიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ "ჩრდილოვანი ფლოტის“ გარეშე პუტინს არ შეუძლია ომის წარმოება უდანაშაულო უკრაინელების წინააღმდეგ.
"ამიტომ, ჩვენ ამ გემებს ერთმანეთის მიყოლებით ვაშორებთ. სანამ მისი აგრესიის ომი არ შეწყდება“, - აღნიშნა ფრანკენმა და დასძინა, რომ ბელგია სერიოზულად ეკიდება თავის პასუხისმგებლობას.
ბელგიელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ჩამორთმეულ გემი "ეთერა“ ევროკავშირის სანქციების სიაშია.
ფაქტს X-ზე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მას ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტისთვის "დიდი დარტყმა“ უწოდა.
"ჩრდილოეთის ზღვაში, საფრანგეთის საზღვაო ძალების ვერტმფრენები გუშინ ღამით ბელგიის ძალებს დაეხმარნენ საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ ნავთობტანკერზე ასვლაში.
ევროპელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, სანქციების აღსრულებით შეწყვიტონ რუსეთის აგრესიის დაფინანსების წყაროები უკრაინის წინააღმდეგ“, - დაწერა მაკრონმა.