ავტორი:

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისრაელში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს - რა გზებითაა შესაძლებელი საზღვრის კვეთა?

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისრაელში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს - რა გზებითაა შესაძლებელი საზღვრის კვეთა?

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყნის დატოვების მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

  • გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ ისრაელის სახელმწიფოს დატოვება სახმელეთო გზით - ეგვიპტის ან იორდანიის გავლით.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, გთხოვთ, გაეცნოთ ისრაელის სახელმწიფოს რეკომენდაციებს:

ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ამ დროისთვის ისრაელის საჰაერო სივრცე დახურულია.

ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ ისრაელის სახელმწიფოს დატოვება სახმელეთო გზით - ეგვიპტის ან იორდანიის გავლით.

ეგვიპტის შემთხვევაში

მოქალაქეს შეუძლია გადაკვეთოს Menachem Begin - Taba border crossing - 24/7 მოქმედი სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტით, რომელიც მდებარეობს ეილათთან.

სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მისვლა შესაძლებელია მანქანით და/ან ავტობუსი/მატარებლით

https://www.egged.co.il/homepage.aspx

ეგვიპტეში შესასვლელად საჭიროა ვიზა და ქვეყნის ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა, რომლის აღებაც ეგვიპტის საზღვარზეა შესაძლებელი:

ვიზის სტიკერი ღირს 25 დოლარი

ქვეყნის ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა ღირს 21 დოლარი

საზღვრიდან შარმ ელ-შეიხის მიმართულებით მოძრაობს ტაქსი/სამარშრუტო ტაქსი - მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათი და 30 წუთია.

შარმ ელ-შეიხიდან შესაძლებელია თვითმფრინავით გამგზავრება საქართველოში/არის პირდაპირი რეისები.

სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან შესაძლებელია მისვლა ტაქსით და/ან ავტობუსი/მატარებლით

https://www.egged.co.il/homepage.aspx

საჭიროების შემთხვევაში ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +20 10 97966074

  • იორდანიის შემთხვევაში:

Yitzhak Rabin Crossing მგზავრებისთვის ღიაა 08:00-20:00 საათამდე, ხოლო - ავტომობილებისთვის 19:00 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში, გადავა 24/7 რეჟიმზე.

ისრაელის დატოვებისას მოქალაქე იხდის ქვეყნიდან გასვლის მოსაკრებელს - 122 შეკელს. რიგში დგომის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მოსაკრებლის წინასწარ გადახდა.

https://www.iaa.gov.il/land-border.../yitzhak-rabin/fees/

იორდანიაში შესასვლელად საჭიროა ვიზა, რომლის მიღებაც შესაძლებელია იორდანიის საზღვარზე. ვიზის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 70 აშშ დოლარს.

სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მისვლა შესაძლებელია ტაქსით და/ან ავტობუსი/მატარებლით

https://www.egged.co.il/homepage.aspx

The Yitzhak Rabin Crossing საზღვრიდან ამანის მიმართულებით მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 4 საათია.

ამანიდან შესაძლებელია თვითმფრინავით მგზავრობა მესამე ქვეყნის გამოყენებით.

საჭიროების შემთხვევაში იორდანიაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +962 797 299 799

ამ ეტაპზე ყველა სხვა სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტილია.

გთხოვთ, გამგზავრებამდე გადაამოწმოთ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის სტატუსი შემდეგ გვერდზე. https://www.iaa.gov.il/",- აღნიშნულია ინფორმაციაში.