ავტორი:

8 დაღუპული და 23 დაშავებული - ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტით დაარტყა: რა ცნობები ვრცელდება ქალაქ ბეით-შემეშშიდან (ფოტო)

8 დაღუპული და 23 დაშავებული - ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტით დაარტყა: რა ცნობები ვრცელდება ქალაქ ბეით-შემეშშიდან (ფოტო)

“ისრაელის ქალაქ ბეით-შემეშში ირანული ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა“, - ინფორმაციას The Times of Israel-ი სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • მედიკოსების განცხადებით, დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.

რაკეტა ქალაქის საცხოვრებელ უბანში დაეცა.

სასწრაფო დახმარების სამსახური აცხადებს, რომ საავადმყოფოებში 23 დაშავებული გადაიყვანეს, მათ შორის ორი მძიმე მდგომარეობაშია, სამი საშუალო სიმძიმის, ხოლო 18 მსუბუქად არის დაშავებული.

მედიკოსების ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტში ირანის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ან მისი ფრაგმენტი ჩამოვარდა.

დარტყმის გარემოებებს, მათ შორის თავშესაფართან დაკავშირებულ საკითხს, შიდა ფრონტის სარდლობა გამოიძიებს.