ირანში, უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ, ქვეყნის ადმინისტრირებისთვის ლიდერთა საბჭო შეიქმნა.
ირანის თანახმად, ალირეზა არაფის სამთავრობო ინსტიტუტებში მუშაობის გამოცდილება აქვს და ამავდროულად, ხამენეის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ამჟამად ის ექსპერტთა ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილეა და გავლენიანი მეურვეთა საბჭოს წევრია, რომელიც არჩევნებში კანდიდატებსა და პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს ამოწმებს.
ქვეყნის კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ თუ უზენაესი ლიდერი ხელისუფლებაში აღარ არის, მისი მოვალეობები 88-წევრიანი ექსპერტთა ასამბლეის მიერ ახალი ლიდერის არჩევამდე დროებითმა ლიდერთა საბჭომ უნდა შეასრულოს, რომელიც შედგება პრეზიდენტისგან, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელისგან და მეურვეთა საბჭოს მაღალი რანგის სასულიერო პირისგან.

მისი წინამორბედი, გენერალი მოჰამედ პაკპური, შაბათს ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების დროს დაიღუპა.
ასევე, ის დასძენს, რომ ირანის დარტყმები „თავდაცვის აქტია” .

„ჩვენს წინააღმდეგ ამერიკული აგრესიის საპასუხო ქმედება“ , - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.
როგორც ცნობილია, მანამდე თეირანმა გამოაცხადა დროებითი ხელმძღვანელობა, არაღჩის თქმით, „ახალი ლიდერის არჩევამდე” უხელმძღვანელებს ქვეყანას.

ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდს, „აბრაამ ლინკოლნს“ (USS Abraham Lincoln) ოთხი ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს, - ინფორმაციას BBC-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დამრტყმელ ჯგუფს ასევე ჰყავს სამი გამანადგურებელი, რომლებიც დატვირთულია Tomahawk-ის სახმელეთო ფრთოსანი რაკეტებით და ჩვეულებრივ თან ახლავს ბირთვული წყალქვეშა ნავი, რომელიც იგივე იარაღს ისვრის. BBC Verify-ის მიერ გადამოწმებული თანამგზავრული ფოტოების თანახმად, ის 15 თებერვალს ომანის სანაპიროსთან შენიშნეს.
აშშ-ს ირანის განცხადებისთვის, ჯერჯერობით, არ უპასუხია.

„ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ამ დროისთვის 167 რაკეტა და 541 ირანული დრონი მოიგერია. ირანის თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა - პაკისტანის, ნეპალისა და ბანგლადეშის მოქალაქეები“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანის მიერ ქვეყანაზე განხორციელებული დარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა. სამინისტროს პრესსპიკერის აბდულა ალ-სანადის თქმით, ყველა დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შეგახსენებთ, შაბათიდან მოყოლებული, ირანი დრონებითა და რაკეტებით ახლო აღმოსავლეთის იმ ქვეყნებს ესხმის თავს, სადაც აშშ-ის ძალებია განლაგებული.
„მივმართავს რეგიონის ქვეყნებს: ჩვენ არ ვცდილობთ თქვენზე თავდასხმას, მაგრამ როდესაც თქვენს ქვეყანაში განლაგებულ ბაზებს ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ და როდესაც შეერთებული შტატები რეგიონში ოპერაციებს ამ ძალებზე დაყრდნობით ახორციელებს, მაშინ ჩვენ ამ ბაზებს მიზანში ამოვიღებთ“, - განაცხადა ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ და დასძინა: „ეს ბაზები არ არის ამ ქვეყნების მიწის ნაწილი, ისინი ამერიკის მიწაა“.
იხილეთ ასევე: