ავტორი:

“ისრაელის თავდასხმები ირანის წინააღმდეგ გაძლიერდება მომდევნო დღეებში“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ

“ისრაელის თავდასხმები ირანის წინააღმდეგ გაძლიერდება მომდევნო დღეებში“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ

“ისრაელის თავდასხმები ირანის წინააღმდეგ გაძლიერდება“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცთან, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირთან და მოსადი-ს უფროს დევიდ ბარნეასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • „ჩვენი ძალები ახლა თეირანის გულში მზარდი ინტენსივობით ურტყამენ და ეს კიდევ უფრო გაძლიერდება მომდევნო დღეებში“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ თელ-ავივში, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბ-ბინის სახურავიდან გავრცელებულ მიმართვაში.

ასევე, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აშშ-სა და ისრაელის ძალების გაერთიანება საშუალებას იძლევა გააკეოს ის, რაც 40 წლის განმავლობაში სურდა.

„ძალების გაერთიანება საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ ის, რაც 40 წლის განმავლობაში მინდოდა - გადამწყვეტად დავარტყათ ტერორისტულ რეჟიმს. ეს არის ის, რა დაპირებაც გავეცით - და ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, ნეთანიაჰუმ ისრაელზე ირანის დარტყმებზე საუბრისას განაცხადა, რომ „ეს მტკივნეული დღეებია“. მან დაჭრილებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.