ავტორი:

ცნობილია რამდენი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა ოპერაცია “ეპიკური მრისხანების“ შესრულებისას - აშშ-ის ცენტრალური სარდლობის უახლესი ანგარიში

ცნობილია რამდენი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა ოპერაცია “ეპიკური მრისხანების“ შესრულებისას - აშშ-ის ცენტრალური სარდლობის უახლესი ანგარიში

“ირანში, ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში, სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო ხუთი მძიმედ დაიჭრა,“ - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა.

„რამდენიმე სხვა პირმა მიიღო მცირე დაზიანებები ნამსხვრევებისგან და ტვინის შერყევა - და ისინი სამსახურში დაბრუნების პროცესში არიან. ძირითადი საბრძოლო ოპერაციები გრძელდება და ჩვენი რეაგირების ძალისხმევაც გრძელდება“, - აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

მათი თქმით, ოჯახების პატივისცემის გამო, დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დაღუპული მეომრების ვინაობას არ გაავრცელებენ, ვიდრე უახლოესი ნათესავების ინფორმირებიდან 24 საათი არ გავა.

დაღუპული ამერიკელი სამხედროების შესახებ განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ისინი დიდებული ადამიანები არიან. და, იცით, სამწუხაროდ, ჩვენ ველით, რომ მსგავსი რამ მოხდება. ეს შეიძლება გაგრძელდეს — შეიძლება კიდევაც განმეორდეს...

ეს (ირანის წინააღმდეგ ოპერაცია) ოთხკვირიან პროცესად იყო დაგეგმილი. ვფიქრობდით, რომ დაახლოებით ოთხი კვირა დასჭირდებოდა. ეს დიდი ქვეყანაა — ოთხი კვირა დასჭირდება, ან შესაძლოა ნაკლებიც,“ - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-მა ცხრა ირანული საზღვაო ხომალდი „გაანადგურა და ჩაძირა“.

"ახლახან შემატყობინეს, რომ ჩვენ გავანადგურეთ და ჩავძირეთ 9 ირანული საზღვაო ხომალდი, რომელთაგან ზოგიერთი შედარებით დიდი და მნიშვნელოვანია. დანარჩენებსაც მივყვებით - ისინიც მალე ზღვის ფსკერზე იტივტივებენ! ", - წერს ტრამპი.

იხილეთ ასევე: