ავტორი:

“მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი“ - დონალდ ტრამპი

“მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი“ - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებს, რომლებიც იარაღს დაყრიან, „სრული იმუნიტეტი“ მიენიჭებათ, ხოლო მათ, ვინც უარს იტყვის, „გარდაუვალი სიკვდილი ემუქრებათ“.

  • „კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი და მიიღონ სრული იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი...ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება. ეს არ იქნება სასიამოვნო“, - დასძინა ტრამპმა.

ირანელი ხალხისთვის მიმართვისას, ტრამპმა კვლავ მოუწოდა მათ, „გამოეყენებინათ ეს მომენტი“ და აღნიშნა, რომ მან შეასრულა მათთვის დახმარების დაპირება.

„მოვუწოდებ ყველა ირანელ პატრიოტს, ვინც თავისუფლებას ეძებს, გამოიყენონ მომენტი, იყვნენ მამაცები, გაბედულები, გმირულები და დაიბრუნონ თავიანთი ქვეყანა. ამერიკა თქვენთანაა. მე თქვენ დაგპირდით და ეს დაპირება შევასრულე“, - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, როდესაც იანვარში ირანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა განცხადება: „დახმარება გზაშია“.

  • მისი თქმით, საბრძოლო ოპერაციები სრული ძალით გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა მიზანს არ მიაღწევენ.

„საბრძოლო ოპერაციები ამ დროისთვის სრული ძალით გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ჩვენი ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი მიზნები“, - აღნიშნა ტრამპმა.

სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის საკითხზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ერი გლოვობს დანაკარგს.

"ჩვენ გლოვობთ ნამდვილ ამერიკელ პატრიოტებს, რომლებმაც უდიდესი მსხვერპლი გაიღეს ჩვენი ერისთვის.....მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ სამართლიან მისიას, რომლისთვისაც მათ სიცოცხლე შესწირეს, ვლოცულობთ დაჭრილების სრული გამოჯანმრთელებისთვის და ვუგზავნით ჩვენს უზარმაზარ სიყვარულს და მარადიულ მადლიერებას დაღუპულთა ოჯახებს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, მსხვერპლი კიდევ იქნება.