ახალი სახლის მოწყობისას, ან არსებულის განახლებისას, გათბობის სისტემის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინჟინრო გადაწყვეტილებაა, რომელსაც მრავალწლიანი პერსპექტივის გათვალისწინებით უნდა შევხედოთ და ნაბიჯიც კარგად დაფიქრებისა და რამდენიმე ალტერნავის საფუძვლიანი შედარების შემდეგ მივიღოთ. ხშირია, როცა პირველ რიგში, ვსვამთ კითხვას: რომელი ქვეყნის გათბობის ქვაბი სჯობს - იტალიური, გერმანული, თურქული თუ ჩინური?
რეალურად, ქვაბის ხარისხს მხოლოდ ქვეყნის წარმომავლობა არ განსაზღვრავს. არამედ, გაცილებით მნიშვნელოვანი ფაქტორია ბრენდის ისტორია, ტექნოლოგიური განვითარება, ხარისხის კონტროლი და სერვისის ინფრასტრუქტურა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მწარმოებელი ქვეყანა გარკვეულ წარმოდგენას მაინც ქმნის წარმოების კულტურასა და საინჟინრო ტრადიციებზე.
სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში საქართველოში ყველაზე პოპულარული 4 მწარმოებელი ქვეყნის ტექნიკურ უპირატესობებსა და სუსტ მხარეებს, წარმოების თავისებურებებსა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს განვიხილავთ, რათა თქვენი ბინისა თუ აგარაკისთვის, გათბობის ქვაბის სწორად შერჩევა შეძლოთ.
გერმანული გათბობის ქვაბები
გერმანია ხშირად მოიხსენიება, როგორც თანამედროვე გათბობის ტექნოლოგიების აკვანი. ევროპულ გათბობის ინდუსტრიაში, გერმანულმა კომპანიებმა დიდი როლი ითამაშეს კონდენსაციური ქვაბების ტექნოლოგიის განვითარებაში, ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვასა და ეკოლოგიური მოთხოვნების გამკაცრებაში, რამაც მართლაც გასაოცარი შედეგები გამოიღო.
მსგავსი სისტემები აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის მასალებით, თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით და როგორც წესი, მოიხმარს მცირე ოდენობით გაზს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შესაბამისად, გათბობის ქვაბები, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, შედარებით მაღალი საწყისი ღირებულებითაც გამოირჩევა და ასევე, საკმაოდ დიდ ბიუჯეტს საჭიროებს ორიგინალი სათადარიგო ნაწილების შეძენა და მონტაჟიც.
იტალიური გათბობის ქვაბები
იტალია იყო პირველი ქვეყანა, რომელიც გერმანულ ხარისხს რეალური კონკურენცია გაუწია და საერთაშორისო ბაზარზე, საკუთარი გათბობის სისტემებისა და ქვაბების სახელი და ნიშა ფართოდ დაამკვიდრა. მსოფლიოს მასშტაბით, იტალიური ქვაბების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწარმოებელია Ariston, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინჟინერიას, ენერგოეფექტური გადაწყვეტების მისაღებად იყენებს და შესაბამისად, ქმნის ისეთ მოწყობილობებს, რომლებიც უძლებენ დროს და ამცირებენ გარემოზე ზემოქმედების კვალს. უფრო ზუსტად, Ariston-ი ბაზარზე გამოირჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
დღეს, ქართულ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი და გავრცელებული სწორედ იტალიური წარმოებაა, რაც გამოწვეულია უმაღლესი ხარისხითა და წლების განმავლობაში მომხმარებელთა ნდობის მოპოვებით. მათ შორის, არისტონის გათბობის ქვაბები გამოირჩევა ფასისა და ხარისხის ოპტიმალური ბალანსით, სერვისის ხელმისაწვდომობით, ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადებითა და მთელი ამ დროის განმავლობაში, ნაკლები პროფილაქტიკური ჩარევის საჭიროებით.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იტალიური ქვაბი უმაღლესი ხარისხი და კარგი არჩევანია საშუალო და საშუალოზე მაღალი ბიუჯეტის მომხმარებლისთვის, რომელიც ეძებს სტაბილურ, საიმედო და ტექნოლოგიურად თანამედროვე სისტემას.
მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ხარისხის ტექნოლოგია, ასევე მაღალი ხარისხის სერვისსა და საგარანტიო პირობებს მოითხოვს, რათა მისი მონტაჟი და მოხმარებისას პროფილაქტიკური თუ სხვა საჭიროების კვლევები პროფესიონალთა გუნდმა მართოს. ამ კუთხით, საქართველოში Ariston-ის ბრენდის სანდო და გამოცდილი რესელერი კომპანია „ცელსიუსია“, რომელიც უკვე წლებია, რაც არისტონის პროდუქციას და მასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს, იქნება ეს არისტონის გათბობის ქვაბების უახლესი მოდელები, მაღალი კლასის საგარანტიო სერვისი, ორიგინალი სათადარიგო ნაწილების მიწოდება და მონტაჟი, თუ სხვა.
თურქული გათბობის ქვაბები
თურქული ბრენდები ძირითადად საშუალო ან ბიუჯეტურ სეგმენტში ოპერირებენ. მათი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის ფასი, რაც განპირობებულია გერმანულ და იტალიურ წარმოებასთან შედარებით, უფრო დაბალი ხარისხის სათადარიგო ნაწილებით, მოკლე ექსპლუატაციის რესურსით, ტექნიკური მომსახურების შედარებით უფრო ხშირი საჭიროებით.
ჩინური გათბობის ქვაბები
ჩინური წარმოება ძალიან მრავალფეროვანია და ჩინეთის ბაზარი მუშაობს როგორც დაბალი ხარისხის მასობრივ წარმოებაზე, ასევე მაღალი სტანდარტის OEM პროდუქციასაც ქმნის. საქართველოს ბაზარზე, ჩინური პროდუქცია, დღევანდელი მონაცემებით შემდეგი გამოწვევების წინაშე დგას:
ჩინური წარმოების გათბობის ქვაბი, შეიძლება იყოს ბიუჯეტურად ხელმისაწვდომი გადაწყვეტილება მოკლევადიან პერიოდში, თუმცა საცხოვრებელი ბინის ძირითადი გათბობისთვის, რეკომენდებულია სანდო და დროში კარგად გამოცდილი ბრენდის არჩევა.
საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე გათბობის სისტემების არჩევისას გადამწყვეტი ფაქტორი არა მხოლოდ ქვეყანა, არამედ ბრენდის რეპუტაცია და ტექნიკური მხარდაჭერაა.
შესაბამისად, თუ გათბობის ქვაბის შეძენას აპირებთ, პირველ რიგში შემდეგი მახასიათებლები უნდა შეამოწმოთ:
ამ კუთხით, ევროპული ენერგოეფექტურობის რეგულაციები (ErP Directive, EU Energy Labelling Regulation) მკაცრ სტანდარტებს აწესებს, რაც გერმანული და იტალიური ბრენდების საგრძნობ კონკურენტულ უპირატესობას განაპირობებს.
თუ თქვენი ბინა მუდმივი საცხოვრებელია და გათბობა წარმოადგენს ძირითად საინჟინრო სისტემას, რეკომენდებულია გერმანული ან იტალიური ბრენდული ქვაბი.
R