ავტორი:

რა ვიცით ახლო აღმოსავლეთში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ?

რა ვიცით ახლო აღმოსავლეთში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ?

მას შემდეგ რაც 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, ირანმა საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში.

უკვე მესამე დღეა ახლო აღმოსავლეთში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ვრცელდება სხვადასხვა დადასტურებული თუ დაუდასტურებელი ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ.

  • აი, რა ვიცით ახლო აღმოსავლეთში დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ.

ირანი: ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის მიერ, გოგონების დაწყებით სკოლაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 100-ზე მეტი მოსწავლე დაიღუპა.

ირანში დაღუპულთა საერთო რაოდენობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი საინფორმაციო სააგენტო (HRANA) აცხადებს, რომ სულ მცირე 133 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ისრაელი: მაგენ დევიდ ადომის ცნობით, ისრაელში ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. ცხრა დაღუპულის შესახებ ინფორმაცია ქალაქ ბეით შემეშიდან გავრცელდა, სადაც რაკეტა თავშესაფარს მოხვდა.

ლიბანი: ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთზე ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა.

ერაყი: აშშ-ისრაელის დარტყმის შედეგად, რომლის სამიზნეც ერაყში მდებარე სახალხო მობილიზაციის ძალების ერთ-ერთი შტაბ-ბინა იყო, დაიღუპა დაჯგუფების 4 წევრი.

სახალხო მობილიზაციის ძალები ირანის მიერ მხარდაჭერილი პარამილიტარული დაჯგუფებაა.

არაბთა გაერთიანებული საემიროები: ქვენის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ცნობებით, ირანის საპასუხო დარტყმების შედეგად არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 3 ადამიანი დაიღუპა.

ქუვეითი: აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, 3 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

წყარო