ქუვეითში ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ბაზის სიახლოვეს ავიამოიერიშე ჩამოვარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN მის მიერ გეოლოკაციით დაფიქსირებულ ვიდეოზე დაყრდნობით ავრცელებს.
კადრებში ჩანს ცეცხლმოკიდებული ავიამოიერიშის ჩამოვარდნის მომენტი.
ამ დრომდე უცნობია რომელი ქვეყნის საჰაერო ძალებს განეკუთვნება აშშ-ის საჰაერო ბაზის სიახლოვეს ჩამოვარდნილი ავიამოიერიშე.
ვრცელდება ვიდეო, სადაც ისმის გამვლელის ხმა: "შეხედეთ, ეს ადამიანია!“
გაურკვეველია, რატომ ჩამოვარდა თვითმფრინავი და რომელ საჰაერო ძალებს ეკუთვნის თვითმფრინავი ან პილოტი.