ავტორი:

უხმოდ მოძრავი და რადარებისთვის უხილავი - რა ვიცით "თვითმფრინავ მოჩვენებაზე", რომელიც აშშ-მა ირანის წინააღმდეგ უკვე მეორედ გამოიყენა?

უხმოდ მოძრავი და რადარებისთვის უხილავი - რა ვიცით "თვითმფრინავ მოჩვენებაზე", რომელიც აშშ-მა ირანის წინააღმდეგ უკვე მეორედ გამოიყენა?

ცაში თითქმის უხმოდ მოძრავი და რადარებისთვის უხილავი B-2 Spirit თანამედროვე სამხედრო ავიაციის ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური და ამავე დროს ყველაზე იდუმალი პლატფორმაა. მას ხშირად უწოდებენ "თვითმფრინავ მოჩვენებას“, არა მხოლოდ მისი ფუტურისტული, ფრთასავით გაშლილი კონსტრუქციის გამო, არამედ იმის გამოც, რომ მისი მთავარი ძალა სწორედ მიზნამდე უხილავად მისვლის შესაძლებლობაშია.

ცივი ომის მიწურულს შექმნილი ეს სტელს-ბომბდამშენი ათწლეულების განმავლობაში დარჩა ამერიკული სტრატეგიული ძალის ყველაზე დახურულ და მაღალტექნოლოგიურ ინსტრუმენტად. ის შექმნილია იმისთვის, რომ ღრმად შეაღწიოს ძლიერად დაცულ საჰაერო სივრცეში, დაარტყას მაღალი მნიშვნელობის ობიექტებს და ასევე უჩინრად დატოვოს ტერიტორია.

28 თებერვალს დაწყებულ, უაღრესად მასშტაბურ და რთულ სამხედრო ოპერაციაში “Epic Fury”, რომლის ფარგლებშიც შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები ირანის საბრძოლო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ერთიან ძალებით მოქმედებენ B-2 Spirit-ები უკვე მეორედ გამოიყენეს ახლო აღმოსავლეთში სწორედ იმისთვის, რომ საჰაერო სივრცეში შეეღწიათ მაქსიმალური გარანტიით და განეხორციელებინათ დაერტყათ ყველაზე მძიმე დაცულ ობიექტებზე.

  • როგორც ცნობილია, ოპერაციაში მონაწილეობას იღებს რამდენიმე B-2 Spirit 2, რომლებიც ძირითადად Whiteman ავიაბაზიდან (მისურის შტატში) ჩაფრინდნენ ახლო აღმოსავლეთში.

ამერიკული სამხედრო ანალიტიკოსები ადასტურებენ, რომ B-2-ების მონაწილეობა ამ ოპერაციაში განსაკუთრებულია, როგორც სტრატეგიული სიმბოლური აქტი და ასევე ტაქტიკური უპირატესობა: მათი მონაწილეობით კონფლიქტის პირველ დღეებში შესრულდა მრავალი ზუსტი დარტყმა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაზე, ბალისტიკური რაკეტების ბაზებზე და სხვა ღრმა დაცვის ობიექტებზე, რომლებიც სხვა ტიპის ავიაციისთვის ბევრად რთული სამიზნეები იქნებოდა.

ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც აღნიშნული ტიპის ბომბდამშენი ირანის წინააღმდეგ გამოიყენეს.

  • 2025 წლის 21-22 ივნისს, მსოფლიომ ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო და ლეგენდარული სამხედრო თვითმფრინავის - B-2 Spirit-ის - მოქმედება იხილა. აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებმა "Midnight Hammer"-ის სახელწოდებით ცნობილი ოპერაციის ფარგლებში, ირანის ბირთვულ ობიექტებზე უპრეცედენტო დარტყმა განახორციელა. შვიდმა B-2 ბომბდამშენმა, 13-ტონიანი GBU-57 ტიპის ბომბები, იგივე "ბანკერ-ბასტერები" ჩამოაგდო და გაანადგურა ფორდოსა და ნატანზის მიწისქვეშა ობიექტები.

  • B-2 Spirit

B-2 Spirit მრავალფუნქციური სტრატეგიული ბომბდამშენია, რომელსაც შეუძლია როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული საბრძოლო მასალის გადატანა. ის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ტექნოლოგიურად განვითარებული სამხედრო თვითმფრინავია აშშ-ის შეიარაღებაში.

სტელსის ტექნოლოგიის წყალობით, თვითმფრინავი რადარებისთვის რთულად შესამჩნევია და შეუძლია შეაღწიოს მტრის ყველაზე მკაცრად დაცულ საჰაერო თავდაცვის სისტემებში. დაბალი ხილვადობის გამო, მას მოქმედების მეტი თავისუფლება აქვს, განსაკუთრებით მაღალ სიმაღლეებზე ფრენისას. B-2-ს საწვავის შევსების გარეშე ფრენა დაახლოებით 9 600 კილომეტრის მანძილზე შეუძლია.

B-2 Spirit კიდევ ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობით გამოირჩევა - ის ერთადერთი თვითმფრინავია აშშ-ის არსენალში, რომელსაც შეუძლია ყველაზე მძიმე ბომბის, GBU-57 Massive Ordnance Penetrator, ტარება.

ბომბდამშენი სპეციალურ საფარითა და ფრთების დიზაინით გამოირჩევა. ეს აკონტროლებს და ამცირებს მის მიერ გამოცემულ სიგნალებს - რადარის, ინფრაწითელი გამოსხივების, ხმაურისა და ელექტრომაგნიტური ნიშნების შემცირებით.

B-2 Spirit-ის კონცეფცია YB-49-ის სამხედრო თვითმფრინავს ეფუძნება, რომელიც ცივი ომის დროს ინჟინერმა ჯეკ ნორთროპმა შექმნა.

მისი უჩვეულო ფორმა შემთხვევითი ნამდვილად არ არის. B-2 Spirit ბომბდამშენის უნიკალური დიზაინი, რომელიც მას რადარისთვის თითქმის უხილავს ხდის, სათავეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული პროექტიდან - Horten Ho 229-დან — იღებს. ამ რევოლუციურ თვითმფრინავს გერმანელი ინჟინრები, ვალტერ და რეიმარ ჰორტენები ქმნიდნენ, რათა სწრაფი, შორ მანძილზე მოქმედი და რადარისთვის რთულად აღმოსაჩენი ტექნოლოგია მიეღოთ. ომის დასრულების შემდეგ, აშშ-მა გასაიდუმლოებული ოპერაციის ფარგლებში გერმანული სამხედრო დოკუმენტაცია მოიპოვა. ამ ოპერაციამ, რომელიც "ქაღალდის სამაგრის" (Operation Paperclip) სახელითაა ცნობილი, უდიდესი გავლენა იქონია აშშ-ს საავიაციო ინდუსტრიაზე. ამერიკელმა ინჟინრებმა ეს კონცეფცია სრულყოფილებამდე მიიყვანეს, რის შედეგადაც დღევანდელი B-2 Spirit შეიქმნა.

B-2 Spirit სამხედრო თვითმფრინავი და შევარდენი მსგავსი აეროდინამიკური პრინციპებით მოქმედებენ

მიუხედავად იმისა, რომ B-2-ის ძირითადი დიზაინი გერმანული მემკვიდრეობიდან მომდინარეობს, მისი ელეგანტური და ეფექტური ფორმა ხშირად ბუნების საოცარ ქმნილებას - შევარდენს (Peregrine Falcon) — მოგვაგონებს. შევარდენი ყველაზე სწრაფი ფრინველია მსოფლიოში. ფრენისას, მისი აეროდინამიკურად ეფექტური სხეულისა და ფრთების ფორმის გამო ჰაერის წინააღმდეგობის ძალა მაქსიმალურად მცირდება, რაც ინჟინრებისთვის შთაგონების წყარო გახდა. B-2-ის ფრთის წინა ნაწილის მოხრილ, წვეტიან ფორმას ხშირად "შევარდნის ნისკარტსაც" უწოდებენ.

B-2 "მფრინავი ფრთის" (Flying Wing) კონცეფციას იყენებს.

მისი კიპაჟი ორი პილოტისგან შედგება - სწორედ ისინი ხელმძღვანელობენ ფრენას და იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ოპერაციის დროს.

B-2 Spirit პირველად საჯაროდ 1988 წლის 22 ნოემბერს კალიფორნიის პალმდეილში, 42-ე საჰაერო ძალების ქარხანაში წარმადგინეს, ხოლო პირველი რეისი 1989 წლის 17 ივლისს შესრულდა.